LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არავის დავკვირვებივარ, ფეხბურთით ვიყავით დაკავებული“ – იაგო ხვიჩია გენპროკურორის შერჩევის საკითხზე

137
იაგო ხვიჩია

„შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებ­ზე ვე­რა­ფერს გე­ტყვით, არა­ვის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას არ დავკვირ­ვე­ბი­ვარ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ფეხ­ბურ­თით ვი­ყა­ვით და­კა­ვე­ბუ­ლი ცოტა ხნის წინ, ამი­ტომ არ ვიცი, ვის, რა ეტყო­ბო­და სა­ხე­ზე, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამის შე­სა­ხებ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკვე მი­ღე­ბუ­ლი ექ­ნე­ბა“, – ამის შესახებ დე­პუ­ტატ­მა, იაგო ხვი­ჩი­ამ გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორის კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით განაცხადა.

ამ განცხადებით ხვიჩიამ, რო­მე­ლიც ამავდრო­უ­ლად საპ­რო­კუ­რო­რო საბ­ჭოს წევ­რია, უპასუხა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვას, აქვს თუ არა სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პარ­ტი­ას გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე კან­დი­და­ტის ასარ­ჩე­ვად რა­ი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი.

დეპუტატის თქმით, „რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ახლა, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორს ირ­ჩევ­დნენ იმ ფონ­ზე, როცა რამ­დე­ნი­მე თვე­ში არ­ჩევ­ნე­ბია.“

ხვი­ჩი­ას მოსაზრებით, ახლა გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რორს არ­ჩე­ვის დრო არ არის, მის მო­ვა­ლე­ო­ბას არ­ჩევ­ნე­ბამ­დე პრო­კუ­რო­რის რო­მე­ლი­მე მო­ად­გი­ლე უნდა ას­რუ­ლებ­დეს და რო­დე­საც არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ივ­ლის, მშვი­დად, ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ა­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი 6 წლის ვა­დით უნდა აირჩიონ:

„მე ვა­პი­რებ პრო­ცესს და­ვეს­წრო და ვე­ცა­დო, სა­ზო­გა­დო­ე­ბას წარ­ვუდ­გი­ნო, თუ რა მგო­ნია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის­თვის, ანუ ამ სფე­რო­ში მთა­ვა­რი ადა­მი­ა­ნის­თვის და რო­გო­რი მგო­ნია სა­ჭი­რო სა­მო­მავ­ლოდ მისი ფუნ­ქცი­ე­ბი.

უბ­რა­ლოდ იმის­თვის, რომ ადა­მი­ა­ნებს წარ­მო­ვად­გენ­დე, და­ვეს­წრე­ბი ამ სხდო­მას დავ­სვამ კი­თხვებს, მაგ­რამ არ მჯე­რა, რომ ამ წუ­თას ჩვენ სა­თა­ნა­დო კან­დი­და­ტის შერ­ჩე­ვას შევ­ძლებთ.

ჯერ სა­ზო­გა­დო­ე­ბა უნდა შევ­თან­ხმდეთ, რა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა უნდა ჰქონ­დეს ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მყოფ ადა­მი­ანს, ზო­გა­დად, პრო­კუ­რა­ტუ­რას რა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა უნდა ჰქონ­დეს, რო­გო­რი უნდა იყოს სის­ხლის პო­ლი­ტი­კა და ამის შემ­დეგ შეგ­ვიძ­ლია ვი­ლა­პა­რა­კოთ, ვის შე­იძ­ლე­ბა ვან­დოთ ასე­თი საქ­მე.

„მივიღე გადაწყვეტილება, გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დავტოვო საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა“ – ირაკლი შოთაძე

„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პროკურატურის თითოეული თანამშრომელი თავდაუზოგავად გააგრძელებს წარმატებულ საქმიანობას პროკურატურის კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის და გაძლიერებისთვის, ჩვენს ქვეყანაში კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის“.

ჯერ ჩვენ სა­ერ­თოდ არა­ფერ­ზე გვაქვს ნა­ფიქ­რი და ასე ვირ­ჩევთ ერ­თპარ­ტი­უ­ლად პრო­კუ­რორს. ასე იყო მა­ნამ­დეც, და ზო­გა­დად, ვი­ცით, რომ რო­დე­საც მთავ­რო­ბა­ში მო­დის ადა­მი­ა­ნი მას მოჰ­ყავ­და თა­ვის მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი.

ამის გაგ­რძე­ლე­ბა იქ­ნე­ბა ალ­ბათ, ახლა რა­საც გა­ვა­კე­თებთ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­იძ­ლე­ბა კარ­გი ადა­მი­ა­ნი ავარ­ჩი­ოთ ან არც ისე კარ­გი, მაგ­რამ ის, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას სჭირ­დე­ბა არის მთლი­ა­ნად ამ თა­ნამ­დე­ბო­ბის და საქ­მი­ა­ნო­ბის გა­და­აზ­რე­ბა, რა­საც ქვე­ყა­ნა­ში სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა ჰქვია”. – გა­ნა­ცხა­და იაგო ხვი­ჩი­ამ.

ცნო­ბის­თვის, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის პო­ზი­ცი­ა­ზე კან­დი­და­ტე­ბის შე­სარ­ჩე­ვად საპ­რო­კუ­რო­რო საბ­ჭოს სხდო­მა მიმ­დი­ნა­რე­ობს. დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე 2 კან­დი­დატს გა­ე­სა­უბ­რე­ბი­ან.

აღ­ნიშ­ნულ პო­ზი­ცი­ა­ზე რამ­დე­ნი­მე პი­რია და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. წარ­დგე­ნილ კან­დი­და­ტებს შო­რის ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის, ირაკ­ლი შო­თა­ძის მო­ად­გი­ლე, გი­ორ­გი გა­ბი­ტაშ­ვი­ლი­ცაა. მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­საძ­ლოა, გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის პოსტზე, სწო­რედ გი­ორ­გი გა­ბი­ტაშ­ვი­ლი და­ი­ნიშ­ნოს.

გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა ვა­კან­ტუ­რი მას შემ­დეგ გახ­და, რაც აღ­ნიშ­ნუ­ლი პო­ზი­ცია ირაკ­ლი შო­თა­ძემ და­ტო­ვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g