LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არავის ეშინია არც წყლის ჭავლების და არც რობოკოპების: ზაალ უდუმაშვილი

388
ზაალ უდუმაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით, მოქალაქეები თბილისის ორივე სანაპიროზე საავტომობილო გზის გადაკეტვას გეგმავენ.

მოთხოვნა უცვლელია, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა.

მოქალაქეები მეტროსადგურ ავლაბრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და მსვლელობისთვის ემზადებიან.

“სანაპირო 2 საათით იქნება ჩაკეტილი და ტყუილად ნუ ავრცელებს რაღაც განცხადებებს შსს. პოლიცია ვალდებულია მანიფესტანტების უფლებები დაიცვას. არავის არ ეშინია არც მაგათი წყლის ჭავლების და არც რობოკოპების”

პარტიის წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პოლიცია ვალდებულია მანიფესტანტების უფლებები დაიცვას და არავის ეშინია წყლის ჭავლებისა და რობოკოპების.

“ჩვენ ნანახი გვაქვს, როდესაც ეს ძალა გამოიყენეს, საბოლოო ჯამში რითი დამთავრდა. ასე რომ დროულად მოეგონ გონს და გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში,”- აღნიშნავს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” წევრი ზაალ უდუმაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g