LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არავის მივცემ უფლებას, ჩემი შვილების დედაზე ცუდად ილაპარაკოს“ – რას წერს მარიამ შუკაკიძის ყოფილი მეუღლე

6249
2026-04-08_23-04-27_085647

ბათუმელი მოდელისა და ინფლუენსერის მარიამ შუკაკიძის ყოფილი მეუღლე დავით ბოლქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც ის წერს, თავისი შვილების დედაზე ცუდად საუბრის უფლებას არავის მისცემს, რადგან მან სამი ულამაზესი გოგონა აჩუქა.

„ჩემო კეთილო ადამიანებო, ყველა გაიგებდით, რომ სამწუხაროდ მე და ჩემი მეუღლე დავშორდით. ძალიან ბევრმა ადამიანმა ეს ამბავი გულთან მიიტანეთ. რისთვისაც მადლობას გიხდით. მინდა რომ ყველა ჩემს მეგობარს ესმოდეს, ჩემმა ყოფილმა მეუღლემ სამი ანგელოზი მაჩუქა. რისთვისაც მე ყოველთვის მადლობელი ვიქნები. ჩემს ყოფილ მეუღლეს მუდამ ბედნიერებას ვუსურვებ.

უფლის ნებაა, რაც მოხდა და რაც მომავალში მოხდება. არავის მივცემ უფლებას, ჩემი შვილების დედაზე ცუდად ილაპარაკოს. შესაბამისი რეაქციაც მექნება, როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს“, – წერს დავით ბოლქვაძე.

ცნობისთვის, მარიამმა დაახლოებით ორი თვის წინ გაამხილა, რომ მეუღლესთან — დავით ბოლქვაძე – 8-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა. მისი თქმით, ურთიერთობა დიდი ხნის წინ დასრულდა, თუმცა ამ თემაზე საჯაროდ აქამდე არ საუბრობდა.

„მარტივი არ არის, 8 წლის ურთიერთობა ერთ დღეში დაასრულო… არ ვაპირებდი საჯაროდ ამაზე საუბარს“ – მარიამ შუკაკიძე მეუღლეს დაშორდა

„მადლობა უფალს, რომ გამოჩნდა ადამიანი, ვის გარეშე სუნთქვაც კი არ შემიძლია“ – ინფლუენსერი მა­რი­ამ შუ­კა­კი­ძე, რომელიც 8-წლია­ნი ურთიერთობის შემდეგ ქმა­რს და­შორდა­, ა­ხა­ლ რჩეულთა­ნ ერთა­დ გა­მოჩნდა­

„ჩემი გამომწერების 40% რუსები არიან, რომლებსაც ძალიან თბილი დამოკიდებულება აქვთ ჩემი ოჯახის მიმართ, მაგრამ მაპატიეთ!!! არასდროს გავხდებით თქვენი ნაწილი, არ ვეთანხმები რუსულ კანონს… მე ვარ ქართველი და ამავდროულად ევროპელი“ – ინფლუენსერი მარიამ შუკაკიძე მიმართვას ავრცელებს

„არ მინდა წასვლა, მაგრამ საქართველოდან მივდივართ” – რას წერს ბათუმელი მოდელი, მარიამ შუკაკიძე

ვიდეო/ფოტო: 500 წითელი ვარდი ულამაზესი იუბილარისთვის – როგორ მიულოცა მარიამ შუკაკიძეს მეუღლემ დაბადების დღე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g