საოპერო მომღერალი, ანა ნეტრებკო სოციალურ ქსელებში ისევ გამოჩნდა, ამჯერად ვიდეომიმართვის ფორმატში. მომღერალი, რომელიც მსოფლიოს ყველა წამყვან საოპერო თეატრში დაბლოკეს, ისევ რუსეთის აგრესიას ამართლებს და ამბობს, რომ ქვეყანას არ გაყიდის.
„არავის წინაშე თავის მართლებს არ ვაპირებ. საკუთარ ქვეყანას არასოდეს ვუღალატებ, რუსეთს არ გავყიდი, დაივიწყეთ! რა ხმამაღალ განცხადებას ითხოვთ ჩემგან? ახლა ყველსა სძულხარო. ქვეყანას რომ გავყიდი, მერე ყველას ვეყვარები?“ – ამბობს ნეტრებკო.
მეტროპოლიტენ ოპერამ პუტინის მხარდამჭერი მომღერალი ანა ნეტრებკო უკრაინელი შემსრულებლით ჩაანაცვლა