LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არც არჩევნებამდე და არც შემდეგ, ჩვენ საპატრიარქოს არ დავუპირისპირდებით: კობახიძე

48
ირაკლი-კობახიძე

“საპატრიარქოს ჩვენ არ დავუპირისპირდებით არც არჩევნებამდე და არც არჩევნების შემდეგ, ეს არის ცხადი და მარტივი”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის საკითხზე საუბრის დროს განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ეს სამართლებლივი საკითხია და სამართლებლივი შედეგებიც გამოძიების შესაბამისად დადგება:

“საპატრიარქოს ჩვენ არ დავუპირისპირდებით არც არჩევნებამდე და არც არჩევნების შემდეგ, ეს არის ცხადი და მარტივი. რაც შეეხება კონკრეტული სისხლის სამარლის დანაშაულის გამოძიებას, თუკი ასეთი არსებობს, ბუნებრივია, ეს არის წმინდა სამართლებლივი საკითხი და სამართლებლივი შედეგები დადგება, რა თქმა უნდა, გამოძიების შესაბამისად”. – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების გამოყვანის გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს მიიღო.

საპატრიარქოში კი განაცხადეს, რომ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

ნინოწმინდის პანსიონატთან დაკავშირებით, გამოძიება ძალადობის სამ, ხოლო სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე მიმდინარეობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g