LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არც ერთ შემთხვევაში 6 წლამდე ასაკში ნახველის გამათხიერები სიროფები არ გამოიყენოთ“- პედიატრი ეკა ყიფიანი

360
ეკა-ყიფიანი

პედიატრმა ეკა ყიფიანმა გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ მიმდინარე სეზონის ისეთ აქტუალურ თემაზე ისაუბრა, როგორიცაა ვირუსული ინფექციები ბავშვებში და წამყვანი სიმპტომი, სპაზმური ხველა:

„სასუნთქი სისტემის დაზიანებით მიმდინარე ინფექციები დაინტერესებული არიან ზედა და ქვედა სასუნთქი გზებით, შესაბამისად, მათი გამრავლება ამ ლოკალურ ადგილას იწვევს სეკრეტის აქტიურად გამოყოფას და შესაბამისად, გროვდება ნახველი. ხველა ეს არის დამცველობითი რეფლექსი, მარტივად, რომ აგიხსნათ, როდესაც რაღაც გადაგცდებათ, ხომ ხველას იწყებთ, იგივე დამცველობითი რეაქცია აქვს მას ბავშვის ორგანიზმისთვისაც, ეს არის მექანიკური ბიძგი იმისთვის, რომ ნახველი დაიძრას და სასუნთქი გზა განთავისუფლდეს.

როგორ გავუძლიეროთ ბავშვს ვირუსების შემდეგ დასუსტებული იმუნიტეტი – ეკა ყიფიანის რეკომენდაციები

ძალიან ხშირად მშობლები ითხოვენ ხველის დამთრგუნველ პრეპარატს, რაც არაფრით არ შეიძლება. ასევე ითხოვენ ნახველის გამათხიერებელს, რაც თავისი არსით გულისხმობს იმას, რომ სეკრეტი უნდა გახდეს უფრო წებოვანი, უფრო რთულად ამოსაღები, უფრო მეტად უნდა მოხდეს ხველის სტიმულირება, რასაც სუნთქვის უკმარისობამდეც მივყავართ ხოლმე. აღნიშნული მედიკამენტები განსაკუთრებით 2 წლამდე ასაკში არის ხოლმე ჩართული, მაშინ როცა ბრონქის სანათური ძალიან წვრილია და ამ წვრილი ბრონქების ანთება ძალიან ხშირია. თუ კი ხველა არის ძალიან ძლიერი, ძალიან შეტევითი ერთადერთი სწორი მოქმედება სასუნთქი გზების ინჰალაციის საშუალებით, ცივი, ტენიანი ორთქლით დატენიანებაა. თუ არის სპაზმი, ის აუცილებლად ექიმმა უნდა შეაფასოს. შეტევითი ხველა არ ნიშნავს, რომ იქ აუცილებლად ბრონქოსპაზმთან გვაქვს საქმე. ჩვენს მიერ ზემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებს ძალიან ხშირად იყენებენ არასწორად და მათი ეფექტურობა ნულია, ასევე აღსანიშნავია, რომ მათ ძალიან ბევრი უკუჩვენება აქვთ და 6 წლამდე მათი გამოყენება კატეგორიულად არ შეიძლება“ – განაცხადა ეკა ყიფიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები