LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინის ეფექტში და ხარისხში განსხვავებები არ არის – ეკა ყიფიანი ფასიან და უფასო ვაქცინებზე

131
ekayifiani2017

რა უნდა ვიცოდეთ ფასიანი და უფასო ვაქცინების შესახებ. ამ კითხვას გადაცემაში „სტუმრად ექიმთან „სასწრაფო პედიატრის” ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, პედიატრმა ეკა ყიფიანმა უპასუხა.

მინდა კიდევ ერთხელ დავამშვიდო მოსახლეობა. ყველა ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში შემოდის, ლიცენზირებულია. ეს იმას ნიშნავს, ვაქცინა თავის როლს ასრულებს და ეფექტურია ინფექციურ დაავადებებთან საბრძოლველად, კონკრეტულად იმ 14 ძალიან ვერაგ ინფექციასთან საბრზოლველად, რასაც ჩვენი კალენდარი ფარავს.მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო ამ მხრივ საკმაოდ კარგ პოზიციაზეა, ბევრ ინფექციას ვებრძვით იმუნიზაციის გზით.

ვაქცინების ფასებს შორის განსხვავებას იწვევს მათი წარმოების ლოკაცია. ევროპის ქვეყნებში წარმოება ძვირია, შესაბამისად ევროპულ ქარხანაში წარმოებული ვაქცინა უფრო მაღალი ფასისაა, ვიდრე აზიაში, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ აზიაში გამოშვებული ვაქცინა არ არის ეფექტური და ხარისხიანი. ყველა ვაქცინა, რომელიც შემოდის ქვეყანაში, აკეთებს თავის საქმეს.

ვაქცინების ფასში სხვაობა შეიძლება იმანაც გამოიწვიოს, რომ ზოგი ვაქცინა რამდენიმეკომპონენტიანია. მაღალტექნოლოგიური კომპანია საშუალებას გვაძლევს ორი ან სამი ჩხვლეტის მაგიერ ერთი ჩხვლეტით შევუშვათ საჭირო ვაქცინა ორგანიზმში. შესაძლოა ზოგ ვაქცინას, რომელიც ცოტათი ძვირია, ნაკლები გვერდითი ეფექტი ჰქონდეს და აცრის შემდეგ ნაკლებად მოხდეს ტემპერატურის ცვლილება ან ნაჩხვლეტი ადგილის შესიება. სხვა მხრივ ვაქცინის ეფექტში და ხარისხში განსხვავებები არ არის, შეგიძლიათ მშვიდად აცრათ თქვენი შვილები.

 

გადაცემა ვრცლად…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები