„ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები არიან სალომე სამადაშვილები და ლევან ხაბეიშვილები, არც მეტი, არც ნაკლები“, – აღნიშნულის თაობაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც მან უპასუხა კითხვას, გუშინ, ევროპარლამენტში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე.
როგორც კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების კონტექსტში, მათ [ევროპარლამენტარების ნაწილის] პოზიციას არანაირი მნიშვნელობა და დატვირთვა არ აქვს:
„მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს ევროკომისიის შეფასებებს, გადაწყვეტილებებს და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებებს.
„ეს ფოტოები მხოლოდ პუტინს სიამოვნებს... თავისუფლება მიშას!“ – ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ერთობლივ მოწოდებას ავრცელებენ
„ბოლო დაკითხვის ჩანაწერის წყალობით მთელმა მსოფლიომ შეძლო მისი ჯანმრთელობის შეფასება. ეს ფოტოები მხოლოდ პუტინს სიამოვნებს.“ – წერს ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა „ტვიტერზე“.
რაც შეეხება ევროპულ კომისიას, მან თავადვე აღიარა, რომ შარშან ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით რომ ყოფილიყო გადაწყვეტილება მიღებული, ეს გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ჩვენთან მიმართებით იქნებოდა დადებითი, ეს წერია პრაქტიკულად დღევანდელ დოკუმენტში.
აქედან გამომდინარე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, თუ იქნება დეკემბერში ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით გადაწყვეტილება მიღებული, ეს იქნება აუცილებლად დადებითი საქართველოსთვის, რადგან ეს უკვე შეფასებული აქვს ევროპულ კომისიას.“ – განაცხადა კობახიძემ.
ამავე თემაზე:
ევროკომისია საქართველოს შესახებ ანგარიშს აქვეყნებს