LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არც მოგზავნილი და არც საცოდავი არსება არ ვარ – ბაჩანა ლობჟანიძე

1387
8ccc4a0f7f4dfe36600bbc854620f280

„მინდა მობოდიშებით დაწყება და ცხადია, არც მოგზავნილი და არც საცოდავი არსება არ ვარ, როგორც თავად, ქალბატონმა თეონამ მითხრა”, – ამის შესახებ ბაჩანა ლობჟანიძემ განაცხადა, რომელიც თავს თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს.

ის ბაჩალიაშვილის ოჯახს ბოდიშს უხდის იმ დიალოგისთვის, რაც მასსა და ბაჩალიაშვილის დედას, თეონა თამაზაშვილს შორის შედგა.

“მე და ქალბატონ თეონას თავიდან ასეთი ურთიერთობა არ გვქონია, “ფეისბუქზე” მომწერა, ვიცნობდი, თუ არა მის შვილს და ასე გავაგრძელეთ ურთიერთობა. არანაირი ნეგატიური ფონი არ ყოფილა. ეს დაიწყო მას შემდეგ, რაც მესენჯერში მომწერა, რომ საელჩოსთან აქციას აპირებდა… ალბათ, უნდა დავფიქრებულიყავი, რას ვეტყოდი და რას მივწერდი, ალბათ, უფრო მეტად უნდა მეფიქრა ჩემ სიტყვებზე. ეს სიტყვები ახლა, შეიძლება, ერთგვარი მობოდიშებაც იყოს ჩემგან. ქალბატონ თეონას ვუთხარი, რომ FBI “ეიფლთან” კავშირში არ იყო… თურმე, თამარი გავიტყუე თეთრიწყაროში და ჩემი გაუჩინარებულია. როცა თამარი გაუჩინარდა, დეიდასთან ვიყავი და ის დაადასტურებს, რომ იქ ვიყავი. ჩემ ტირილზე გაიღვიძეს სახლში და ამას ჩემი დეიდაშვილიც დაადასტურებს. ქალბატონი თეონა მოითხოვს ჩემ ფსიქიკურ დასკვნას, მე შემიძლია, გავესინჯო ექიმს”, – აცხადებს ლობჟანიძე.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება გრძელდება, მიმდინარეობს ექსპერტიზები. სამინისტროში აცხადებენ, რომ  აქტიურ კომუნიკაციაში იმყოფებიან ოჯახთან.

“არ გამოვრიცხავ, რომ ბაჩანა ლობჟანიძემ გაიტყუა ჩემი შვილი სახლიდან”- ბაჩალიაშვილის დედა დღეიდან შიმშილობას იწყებს 

წყარო: IPN

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g