„არც სპონსორი არ მყავდა… კარავშიც გვიცხოვრია, იტალიაში“, – ამის შესახებ ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა „რუსთავი ორისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
„კარლოტამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს კარიერაში… მასწავლა, რომ ჩოგბურთი არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი“ – რას ამბობს ნიკოლოზ ბასილაშვილი თავის რჩეულზე
ამის შესახებ ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი ორთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს.
ქართველმა ჩოგბურთელმა ის სირთულეები გაიხსენა, რომელსაც კარიერის საწყის ეტაპზე განიცდიდა:
„არც სპონსორი მყავდა არანაირი, ამიტომ ხშირად გვიწევდა ხოლმე მანქანებში ღამის გათევა, პატარა გვყავდა, გადაწევდი ხოლმე სავარძელს…
კარავშიც გვიცხოვრია იტალიაში ერთ-ერთ იუნიორების ტურნირზე ვრჩებოდით კარავში, ამიტომ ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ“, – ამბობს ბასილაშვილი.
