LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არცერთი ტესტი არ არის ასპროცენტიანი, ამიტომ აუცილებელია თვითკონტროლი: გამყრელიძე

3880
ამირან გამყრელიძე02

მნიშვნელოვანია ადამიანების სიცოცხლე. თითოეული ადამიანის გარდაცვალება არის ტრაგედია, –  ამის შესახებ  საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა განაცხადა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 20 პაციენტი გარდაიცვალა

ამირან გამყრელიძე კვლავ რეკომენდაციების სრულად დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს.

დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც იძლევა სახელმწიფო. გრიპის ვაქცინა საკმაო რაოდენობით არის ქვეყანაში და სასურველია რისკ ჯგუფები აიცრათ. სადღაც, 20 ნოემბრიდან გრიპის ვირუსი გამოჩნდება და სასურველია მომზადებულები შევხვდეთ” – აღნიშნა მან.

გამყრელიძემ წერტილოვან შეზღუდვებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ  მეტი ეფექტურობისთვის მსჯელობა მიმდინარეობს და წესებს ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვებიან.

მთავრობა ფიქრობს: “შესაძლოა, შეზღუდვა საღამოს საათებში გადაადგილებას შეეხოს”

”მნიშვნელოვანია ნებისმიერი დიდი თავშეყრებისგან თავის არიდება. ყველგან არის მომატებული რისკი პანდემიის პერიოდში ინფექციის გავრცელების. პოლიტიკური პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ვიყოთ უფრო მოკრძალებულად და უფრო დაცული.

არც ერთი ტესტი არ არის ასპროცენტიანი ამიტომ, ყველაზე კარგი საპროფილაქტიკო ღონისძიება გახლავთ, თვითკონტროლი, თავის დაცვა და ხალხმრავლობის არიდება” – განაცხადა გამყრელიძემ.

გახარია: პოლიტიკური აქტივობა, რაც ქუჩაში ხდება, პიკის მოსვლას დააჩქარებს

 

magti 5g