LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩევნების გაყალბებაზე აღარ ლაპარაკობენ, რის საფუძველზე არ შემოდიან პარლამენტში?!- სოზარ სუბარი ოპოზიციაზე

131
სოზარ სუბარი

“არჩევნები არ გაყალბებულა, ამას ყველა ჩვენი პარტნიორი და სადამკვირვებლო ორგანიზაცია აღიარებს. ამან დაკარგა აზრი და რის საფუძველზე არ შემოდიან პარლამენტში?!” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა, სოზარ სუბარმა ოპოზიციის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიოში, ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის გარდა, სხვა არავინ დარჩა, ვინც ოპოზიციას არ მოუწოდა, საპარლამენტო მანდატები აიღონ და პარლამენტში შევიდნენ.

“არ მესმის, ასეთ დროს გაჯიუტება რაში ჯდება და რა პოლიტიკაა, – აღნიშნა სოზარ სუბარმა და დასძინა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა მყარი და უცვლელია.

„თუკი არჩევნები გაყალბდა, მზად ვართ, რიგგარეშე დაინიშნოს. დღეს არჩევნების გაყალბებაზე აღარ ლაპარაკობენ, რადგან ცხადია, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. ამას აღიარებს ჩვენი ყველა პარტნიორი, სადამკვირვებლო ორგანიზაცია. ამან დაკარგა აზრი და რის საფუძველზე არ შემოდიან პარლამენტში?! რაც შეეხება პატიმრებს, ნიკა მელიას გათავისუფლება ერთი წუთის საქმეა და გასაღები პირადად მის ხელშია. გადაიხდის გირაოს და გამოვა გარეთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს სოზარ სუბარმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g