LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები გახშირდა – ISFED

78

„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები გახშირდა.

ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა ზეწოლა-მუქარის 23 შემთხვევა, სამსახურიდან, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების – 1, ძალადობის – 2, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის – 3, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების – 6, შენობა-ნაგებობების არამართლზომიერი გამოყენების – 1, აგიტაციაში კანონდარღვევით მონაწილეობის – 6, სააგიტაციო მასალების დაზიანების 11 შემთხვევა, დაფიქსირდა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის არსებული გადაცდომის 6 ფაქტი.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, დრამატულად მოიმატა ოპოზიციური პარტიების კანდიდატებისა და აქტივისტების მიმართ, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა- მუქარებისა და დაშინების ფაქტებმა. ანგარიშში მოყვანილ რამდენიმე შემთხვევაში საჯარო მოხელეებსა და პედაგოგებს პარტიის სასარგებლო საქმიანობას სთხოვენ.

ორგანიზაციაში ხაზს უსვამენ, რომ კვლავ გრძელდება და შესამჩნევად გააქტიურებულია დეზინფორმაციის კამპანია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სხვადასხვა გვერდებზე დასპონსორებული კონტენტის მეშვეობით. „სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, მსგავსი კამპანია წარმოებს თბილისის მერობის თითქმის ყველა კანდიდატის წინააღმდეგ, ასევე გამოკვეთილად იდენტიფიცირებადია დამოუკიდებელი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g