LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩევნების შედეგი ჩვენთვის კარგია, მაგრამ ქვეყანას ძლიერი ოპოზიცია სჭირდება – თამარ ჩუგოშვილი

84

“სამწუხაროა, რომ რამდენიმე კანდიდატი, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მეორე ადგილზე იყვნენ, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობენ,” – ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი, “ნაციონალური მოძრაობის” უარს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

“არ ვიცი, ეს გადაწყვეტილება რითი არის განპირობებული, ალბათ, ეს მათი სათქმელია. რაც შეეხება მეორე ტურების რაოდენობას, ალბათ, ეს ერთი მხრივ, განპირობებულია ჩვენს მიმართ ძალიან დიდი მხარდაჭერით და მეორე მხრივ, ალბათ, იმით, რომ ოპოზიციურ პარტიებს აქვთ ძალიან დაბალი მხარდაჭერა.

“ეს შედეგი პარტიულად ჩვენთვის ძალიან კარგია, მაგრამ ქვეყნის განვითარებისთვის ძლიერი ოპოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია. იმედია, დროთა განმავლობაში პარტიები შეძლებენ იმას, რომ უფრო მეტად მოაგროვონ საზოგადოების მხარდაჭერა,” – განაცხადა ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g