LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩევნების შემსწავლელი კომისიის წევრები დიპლომატიური და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან

70
პარლამენტი

დღეს, პარლამენტში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება.

საგამოძიებო კომისიის წევრები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და არჩევნებზე მონიტორინგის განმახორციელებელი ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

შეგახსენებთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა 18 მაისს გაიმართა, რომელზეც კომისიის სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს და დაამტკიცეს.

კომისიის თავმჯდომარედ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე აირჩიეს. დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანი კი “ევროპელი სოციალისტების” წარმომადგენელი დავით ზილფიმიანი გახდა.

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩვენების შემსწავლელი დროებითი გამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 17 თებერვალს მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g