LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ გორდულაძე: ადამიანის მიმართ ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი… ვისაც შეუძლია ამ ყველაფრით ხელი მოითბოს არიან ის ადამიანები, რომლებიც სხვის ტრაგედიებს იყენებენ, რომ პოლიტიკური ქულები დაიწერონ

142
არჩილ გორდულაძე, ლაშა გაბიტაშვილი

„ნებისმიერი სახით ნებისმიერი ადამიანის მიმართ ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი. ეს წარმოადგენს სამართალდარღვევას და შესაბამისი პასუხისმგებლობა უნდა იყოს დადგენილი“, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ, აქტივისტ ლაშა გაბიტაშვილის მიერ საკუთარ ფეისბუკგვერდზე დღეს გამოქვეყნებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც გაბიტაშვილი ამბობს, რომ მას სამი ნიღბიანი პირი დაესხა თავს.

არჩილ გორდულაძის განცხადებით, ის ადამიანები, რომლებიც სხვის ტრაგედიებს იყენებენ, ათას მავნე უბედურებას იგონებენ და ცდილობენ, პოლიტიკური ქულები დაიწერონ.

„ამავდროულად, ნებისმიერ გონიერ ადამიანს, რომელსაც შეუძლია, რომ დაფიქრდეს – თავდასხმა ამ კონკრეტულ ადამიანზე ვის აძლევდა ხელს – „ქართულ ოცნებას“ თუ იმ ძალებს, რომლებიც ადამიანური ტრაგედიების საკუთარი მიზნების გამოყენებაში არიან არაერთგზის მხილებული. ვისაც აწყობს და ვისაც შეუძლია ამ ყველაფრით ხელი მოითბოს არიან ის ადამიანები, რომლებიც სხვის ტრაგედიებს იყენებენ, მათ შორის, გარდაცვლილ ადამიანებს, გარდაცვლილ არასრულწლოვანებს, საკუთარი პოლიტიკური მიზნისთვის ხშირად ახდენენ ყველაფრის ტირაჟირებას, ათას მავნე უბედურებას იგონებენ ხოლმე და ცდილობენ, პოლიტიკური ქულები დაიწერონ“. – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის, ლაშა გაბიტაშვილზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g