„საკანონმდებლო პაკეტის პირველ და მეორე მოსმენით განხილვის ფორმატში დავაზუსტებთ მკურნალობის ფორმებს, რათა ადამიანებს ხელი შევუწყოთ ებრძოლონ იმ მძიმე სენს, რასაც ნარკოდამოკიდებულება ჰქვია“, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები ნარკოდამოკიდებულ პირთა მკურნალობის ფორმების, მათ შორის მათ იძულებით მკურნალობასთან დაკავშირებით.
დავით მათიკაშვილი: „სახელმწიფო ნარკოტიკების გამყიდველების მიმართ დაუნდობელი იქნება – ის ადამიანები, რომლებიც ზომების გამკაცრებას ეწინააღმდეგებიან, უკეთესი მომავლის წინააღმდეგი არიან!“
„შესაბამისად, ის ადამიანები, რომლებიც გამკაცრებას ეწინააღმდეგებიან, ფაქტობრივად, ჩვენი მომავალი თაობის უკეთესი მომავლის წინააღმდეგი არიან“
როგორც გორდულაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე მოსახლეობის მხრიდან გაზრდილია მომართვიანობა როგორც წერილობითი, ასევე სხვა საშუალებებით.
„საკანონმდებლო პაკეტის პირველ და მეორე მოსმენით განხილვის ფორმატში დავაზუსტებთ მკურნალობის ფორმებს, რათა ადამიანებს ხელი შევუწყოთ ებრძოლონ იმ მძიმე სენს, რასაც ნარკოდამოკიდებულება ჰქვია. ჩვენი მიდგომაა, რომ ერთი მხრივ, უმკაცრესი ბრძოლა გამოცხადდეს ნარკოტიკების გამყიდველების წინააღმდეგ და ამავდროულად, არსებობდეს სხვა საშუალებები ნარკოდამოკიდებულთა მიმართ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
„ვისაც ახლა გიხარიათ და თვლით რომ აქამდე სად იყვნენ… თუ თვლით, რომ ეს თქვენ არ გეხებათ და თქვენი შვილი ამას ვერ გაბედავს შიშით, გეტყვით — როცა დაიჭერენ და 7-8 წლით ციხეში გამოკეტავენ, მაშინ ნამდვილად არ მოგეწონებათ“ – ზურა სიხარულიძე ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე
„ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, ნარკოტიკებთან, მათ შორის მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა მკაცრდება.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების შედეგად, ნარკოტიკებთან, მათ შორის მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა მკაცრდება, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა. ამ მიმართულებით ცვლილება რვა სხვადასხვა კანონში შედის – მათ შორის არის „სისხლის სამართლის კოდექსი“, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, კანონი „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ და სხვა. ნარკოპოლიტიკის გამკაცრების ფარგლებში, სისხლის სამართლის კანონმდებლობას რამდენიმე ახალი მუხლი ემატება.
შალვა პაპუაშვილი: „ნარკოლოგიური შემოწმება ყველა დეპუტატს გავლილი აქვს – არ ვიცი, ჩააბარეს თუ არა ნარკოტესტი ოპოზიციის იმ წევრებმა, რომლებიც პარლამენტში არ შემოვიდნენ“
„ჩვენი კანონმდებლობით, ვინც საჯარო სამსახურში მუშაობას იწყებს ან მუშაობს, ყველა ვალდებულია, რომ ნარკოტესტი გაიაროს.“