არჩილ ხოფერია: “გულს უკვე ვეღარაფერი მატკენს, სიტყვაზე ვამბობ, უადგილოდ ნათქვამ სიტყვაზე, უბრალოდ ქვეყნის მმართველს მეტი დაფიქრება მართებს თითოეულ სიტყვაზე”

314
BeFunky-collage (1)

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ჯამბულათ ხოფერიას მამა არჩილ ხოფერია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ქვეყნის მმართველს სიტყვებზე მეტი დაფიქრება მართებს.

ის ამბობს, რომ მისი შვილი “ომში არავის წაუყვანია”.

“მე გულს უკვე ვეღარაფერი მატკენს სიტყვაზე ვამბობ უადგილოდ უაზროდ ნათქვამ სიტყვაზე უბრალოდ ქვეყნის მმართველს მეტი დაფიქრება მართებს თითოეულ სიტყვაზე ..

არ მინდოდა მეთქვა ან რა სათქმელია უბრალოდ იცოდეთ ჩემი შვილი როცა ომი დაიწყო თბილ მიუნჰენში იყო დილის 9 დამირეკა და მითხრა რომ მიდიოდა.. უბრალოდ ვთხოვე დამლოდებოდა ვარშავაში, არ დამელოდა.. და იმ კიევში შევიდა, რომელსაც მთელი მსოფლიო დაცემას მის დამცველებს კი სიკვდილს უქადდა.. იგი არავის წაუყვანია ან რა გვჭირს ჩვენ ვინმეს წასაყვანი..

მას მისი კაცური მოვალეობები აწუხებდა და მისი გზა ჰქონდა რაზეც ვფიქრობ პირუთვნელად იარა”, – წერს არჩილ ხოფერია.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ჩვენი თანამოქალაქეები უკრაინაში „ომის პარტიის“ წარმომადგენლებს მიჰყავთ“.

პრემიერი: ჩვენი თანამოქალაქეები უკრაინაში „ომის პარტიის“ წარმომადგენლებს მიჰყავთ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები