LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როცა ისევ ახლოა ბრძოლის ველი, სიკვდილის სუნთქვა, თანამებრძოლები და ღმერთი“ – რა ფოტოს აქვეყნებს არჩილ ხოფერია უკრაინიდან

149
Untitled design

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ჯამბულათ ხოფერიას მამა, რომელიც უკრაინაში იბრძვის, სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს ავრცელებს.

“გამარჯვებით დაბრუნება ჯარისკაცის მამავ!” – არჩილ ხოფერია უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად მიდის

არჩილ ხოფერია აქვეყნებს მის თანამებრძოლებთან ერთად გადაღებულ ფოტოს და აღნიშნავს, რომ მათთან ერთად იბრძოდა როგორც აფხაზეთის, ასევე 2008 წლის აგვისტოს ომშიც.

„ყოველგვარი ზედმეტი პოლიტიკის გარეშე, ეს არის ის, რასაც ერთი დროშის ქვეშ ომი ჰქვია, როცა ერთმანეთთან ყოველთვის მიგვესვლება, როცა ყოველთვის გვაქვს გასახსენებელი თუ მოსაგონებელი, როცა ისევ ახლოა ბრძოლის ველი, სიკვდილის სუნთქვა, თანამებრძოლები და ღმერთი..

გენერალ ყურაშვილთან ერთად ერთი დროშის ქვეშ აფხაზეთი, შიდა ქართლი..

გენერალ გოგავასთან ერთად შიდა ქართლი..

როგორც ყოველთვის, ყველა ერთად, ერთიანი, განუყოფელი, დამოუკიდებელი,თავისუფალი საქართველოსთვის.“ – წერს არჩილ ხოფერია სოციალურ ქსელში.

ყოველგვარი ზედმეტი პოლიტიკის გარეშე ეს არის ის რასაც ერთი დროშის ქვეშ ომი ჰქვია როცა ერთმანეთთან ყოველთვის მიგვესვლება…

Posted by არჩილ ხოფერია on ორშაბათი, 17 აპრილი, 2023

 

ფოტო: “ჩემი შვილის ქუდი გადმომცა მეომარმა” – არჩილ ხოფერია 

„ამ უცნობმა ქართველმა იტირა.. მითხრა, რომ ჩვენ მაგალითზე იზრდებოდა.. ახლაც და ათასგზის – ალალი იყოს ის სისხლი, რაც ჩვენ და ქართველმა მეომრებმა დაღვარეს, ღვრიან, დაღვრიან“: არჩილ ხოფერია

არჩილ ხოფერია შვილზე: „ისევ ამოდის სანგარიდან შვილის ზმანება…თითქოს რცხვენია რომ დამტოვა მარტოკა გზაში და რომ სანგარი ისევ ჩემი ასაღებია“ 

„ლეგენდარული მეთაური და რიგითი ჯარისკაცი“ – არჩილ ხოფერიასა და თორნიკე გოგუაძის ფოტო ფრონტის წინა ხაზიდან 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები