უკრაინაში დაღუპული ქართველის, ჯამბულატ ხოფერიას მამა არჩილ ხოფერია უკრაინაში საბრძოლველად წავიდა.
მან სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ერთ-ერთმა მებრძოლმა მას შვილის ქუდი გადასცა.
“ჩემი შვილის ქუდი გადმომცა მეომარმა, რომელიც მას ხერსონთან შეხვდა ჯერ კიდევ და მის მანქანაში დარჩენილა…”, – წერს არჩილ ხოფერია.