უკრაინაში გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლის, ჯამბულატ ხოფერიას მამა და აფხაზეთის ომის მონაწილე, არჩილ ხოფერია, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს:
„ამ წუთს, როცა სტუმრებს ვაცილებდი, რომლებიც შორი გზიდან ჩამოვიდნენ ჩემი ჭირის გასაზიარებლად ჭიშკარს დიდი ჯიპი მოადგა და კაცი გადმოვიდა …
როგორც გაირკვა პირადად არავის გვიცნობდა, ჩემზე კი ზუსტად იმდენით იყო უმცროსი, რითაც ჩემ შვილზე უფროსი. ორი შვილის მამა, მესამეს რომ ელოდება ..
სულ რამდენიმე წუთი იჯდა სუფრაზე და მითხრა, რომ 30 წელია მიყურებს და იცის ვინ ვარ და ახლა, ამას ჩემი შვილის ამბავიც დაერთო და იტირა ამ უცნობმა ქართველმა იტირა.. მითხრა რომ ჩვენ მაგალითზე და სიტყვებზე იზრდებოდა და არა მარტო თვითონ..
ადრე ვთქვი, რომ აი, ამ საქართველოს შვილები ვართ ჩვენ, ასე ალალად მოყვარულების სამშობლოს თვისტომის და მისი ჭირის გამზიარებლები და ამიტომ ახლაც და ათასგზის, ალალი იყოს ის სისხლი რაც ჩვენ და ქართველმა მეომრებმა დაღვარეს, ღვრიან, დაღვრიან…“– წერს არჩილ ხოფერია.