LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„და წვანან ახლა ვალმოხდილები გვერდიგვერდ ცივ მიწაზე, ერთიანი საქართველოსთვის ბრძოლაში დაცემულები“ – რას წერს არჩილ ხოფერია უკრაინაში დაღუპული კიდევ 2 ქართველი მებრძოლის შესახებ 

227
არჩილ ხოფერია და დაღუპული მეომრები

ამჟამად უკრაინაში მებრძოლი და გმირულად დაღუპული ჯამბულატ ხოფერიას მამა, არჩილ ხოფერია კიდევ ორი ქართველი ახალგაზრდის დაღუპვას სოციალურ ქსელში ემოციური ტექსტით ეხმაურება და წერს:

ვრცელდება ინფორმაცია უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ

„სერჟანტი დანარჩენებთან ერთად მტრის სანგარს უტევდა. სერჟანტამდე მიირბინა.
– მიდი, მიდი ყველაფერი რიგზეა!

იქვე ახლოს მტრის ხელყუმბარა დაეცა. სერჟანტის წვერის შეხება იგრძნო სახეზე და დაინახა, ნელ-ნელა როგორ დაიხუჭა მისი თვალები, ისე რომ მისთვის ხელი არ გაუშვია.

– გადამეფარა, – გაიფიქრა თავისთვის. ნელა გადაბრუნდა გვერდზე. სერჟანტი გულაღმა იწვა. ბიჭები უტევდნენ. ხელყუმბარების აფეთქების ხმა და ავტომატების კაკანი ერთდროულად ისმოდა. მთლიანად დაცხრილული ჰქონდა გვერდი, სადაც დამცავი არ ედო და არაფერი იცავდა. გათავდა.

– მერამდენეა, ღმერთო?! – ზევით აიხედა და სანგარში გადაეშვა.
აიღეს. ძვირი დაუჯდათ. თუმც ერთიანად გაანადგურეს.

„ამ უცნობმა ქართველმა იტირა.. მითხრა, რომ ჩვენ მაგალითზე იზრდებოდა.. ახლაც და ათასგზის – ალალი იყოს ის სისხლი, რაც ჩვენ და ქართველმა მეომრებმა დაღვარეს, ღვრიან, დაღვრიან“: არჩილ ხოფერია

უკან დაბრუნდა. სერჟანტის გვერდით ჩამოჯდა. ნიკაპთან ღვედი გაუხსნა, ჩაჩქანი გადახადა, თმებზე ხელი გადაუსვა, სისხლიან წვერზე ხელი ჩამოუსვა და ატირდა…“

ეს ნაწყვეტია მოთხრობიდან, რომელიც ექვს აგვისტოს დაიწერა და სერჟანტის პროტოტიპი სერჟანტი, რამაზ ფეტელავა იყო, რომელთან ერთად გვერდიგვერდ მეძინა ბაზაზე.

არჩილ ხოფერია შვილზე: „ისევ ამოდის სანგარიდან შვილის ზმანება...თითქოს რცხვენია რომ დამტოვა მარტოკა გზაში და რომ სანგარი ისევ ჩემი ასაღებია“

უკრაინაში გმირულად დაღუპული ჯამბულატ ხოფერიას მამა, არჩილ ხოფერია სოციალურ ქსელში ემოციურ ლექსს გვიზიარებს.

არ ვიტყოდი არაფერს, მაგრამ არ ვიცი დრო რამდენი დამრჩა. იცის მხოლოდ მან, ვინც ამ ყველაფერში ისევ ჩაერია…

ბაზაზე ოპერაციის დაწყების დღეს მიმტყუნა ნერვებმა და ასე ვთქვათ, ვეჩხუბე მეთაურს, რომელიც თვლიდა, რომ მე ოპერაციაში არ უნდა მიმეღო მონაწილეობა, მიზეზი ტრივიალური იყო თითქოს, იგი თვლიდა, რომ მე არ ვიყავი ბოლომდე გამოჯანმრთელებული.

შემდეგ გაირკვა, რომ იგი სხვა მიზეზსაც ასახელებდა, რაც ასევე პირადული იყო და მე მეხებოდა. მოკლედ მძიმე შეკამათება იყო, შემდეგ ზემდგომი მეთაურობა ჩაერია და მე იქ არ აღმოვჩნდი.

“რატომ ებრძვიან ქართველები რუსებს? იმისთვის, რომ აქ არ ცვიოდეს ბომბები, არ ნადგურდებოდეს ჩვენი ქალაქები და სოფლები, არ აუპატიურებდნენ ქალებს, არ იხოცებოდნენ ბავშვები” – არჩილ ხოფერია

ანუ მტრის მეთორმეტე სანგარში. ვინც არ იცის, რატომ მეთორმეტე ? თერთმეტი უკვე აღებული მქონდა და მთავარი ჩემი „ფეტო“ სერჟანტი ფეტელავა, რომელიც ისე ზრუნავდა ჩემზე როგორც საკუთარ მამაზე, ხან ლოგინს მირჩევდა, ხან როცა გუშაგობის დრო მოდიოდა, არ მაღვიძებდა ან საერთოდ არ მსვამდა სიაში.

ხან რაღაც წვრილმანს მაჩუქებდა სამხედრო აღჭურვილობიდან და როცა მეც რაღაცას ვაჩუქებდი, ბავშვივით უხაროდა.. ჰო, ამას ვერავის ვერ ვეტყოდი.

ვერც მას, ვერც მეთაურს და საერთოდ უკვე მერამდენე შემთხვევა იყო რომ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკასავით ვგრძნობდი, სერჟანტი დაიღუპებოდა და მინდოდა იქ ვყოფილიყავი, მის გვერდით ჩემს მეთორმეტე სანგარში და იქნებ რამე შემეცვალა, იქნებ ჩემი დრო იყო უკვე და სერჟანტს ის გეგმები, რომელსაც სააფხაზეთოდ ვადგენდით, უკვე ჩვენს მაგივრად შეესრულებინა…?

დღეს უკვე ვიცი, მეთაურის სიტყვები და ქმედება მისი არ იყო. მისი ხელით უფალი მოქმედებდა. ჰოდა, ჩემი „ფეტო“ დაიღუპა მტრის სანგარში, მტრის პირისპირ დაიღუპა.

ისე როგორც მას ეკადრებოდა, ნამდვილ ქართველ ჯარისკაცს, რომელიც 19 წელი ყველგან ერთგულად ემსახურა მის სამშობლოს, სადაც კი მისი ქვეყნის ინტერესებს სჭირდებოდა და ბოლოს უკრაინაში აღესრულა, მის დაუძინებელ მტერთან ბრძოლაში ერთიანი საქართველოსთვის…

მის გვერდით დაიღუპა ბექა ლომაშვილი, მამით ჰერი, დედით გუდამაყრელი, საუკეთესო ვაჟკაცი, მცოდნე, ერთგული ქვეყნისა და თანამებრძოლების…

ბექაც ჩვენი თავდაცვის ძალების შემადგენლობაში ირიცხებოდა, შემდეგ კი საფრანგეთში უცხოურ ლეგიონში და ომის დაწყების დღესვე მიატოვა ლეგიონი, ჩავიდა უკრაინაში, სადაც პასუხს ითხოვდა, მანამ სანამ მისი საყვარელი სერჟანტის გვერდით არ აღესრულა…

და წვანან ახლა ვალმოხდილები გვერდიგვერდ ცივ მიწაზე, ერთიანი საქართველოსთვის ბრძოლაში დაცემულები. „ფეტოს“ გრძელი წვერი მკერდზე მიჰყინვია. მგონი, თვალები ღია აქვს და ისევ შეტევას უყურებს და ჩვენ ბიჭებს ეძებს.

ბექას კი ღიმილი სახეზე შეჰყინვია, ის ღიმილი, როცა გადავეხვიე და ვუთხარი, – აბა შენ იცი, ბიძია მეთქი და ბოდიში თქო… – გამიღიმა და ხდებაო, მითხრა. წავიდა.

წავიდა და დაეცა ერთიანი საქართველოსთვის ბრძოლაში უკრაინის მიწაზე, 24 წლის, მამით ჰერი, დედით გუდამაყრელი…

მე კიდევ ისევ მელოდება მეთორმეტე სანგარი, სადაც უკვე თქვენც წევხართ…

ქართული ლეგიონი…“ – წერს არჩილ ხოფერია.

პოპულალურები