LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ თალაკვაძე ადასტურებს, რომ აჭარის მთავრობის საკითხზე გუნდში კონსულტაციები იყო

121

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკავაძე ადასტურებს, რომ აჭარის მთავრობის შესახებ გუნდში კონსულტაციები იყო. თუმცა, დეპუტატი არ აკონკრეტებს, მიღებულია თუ არა გადაწყვეტილება აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის მიერ თანამდებობის დატოვების თაობაზე.

„კონსულტაციები იყო გუნდში ამ საკითხთან დაკავშირებით, გთხოვთ, ცოტა ხნით დაელოდოთ და დღის მეორე ნახევარში აჭარის მთავრობის მხრიდან ოფიციალური ინფორმაცია გახდება ცნობილი,“-– განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არსებული ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თანამდებობას ტოვებს. პატარაძის ბრიფინგი 14:00 საათზეა ჩანიშნული.

magti 5g