ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა საქართველოს პრეზიდენტთან” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ საკონსტიტუციო საკითხებზე პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტი ხედავს იმ პოზიტიურ ცვლილებებს, რაც საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად მოხდა.
” ასევე ეთანხნება, რომ ის ორი საკითხი, რომელზეც ვენეციის კომისიასთანაც შეთანხმება მიღწეულია, საჭიროა დროულად განხორციელდეს.
დაველოდებით მისგან საბოლოო გადაწყვეტილებას რომელიც უახლოეს დღეებში იქნება მიღებული- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.