LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ თალაკვაძე: საქართველოს მამაცო ჯარისკაცებო, მადლობას გიხდით თავდადებისა და პროფესიონალიზმისთვის, თქვენ არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ სამშობლო არის უპირველესი

95
279286656_530615208434214_4182696360061557098_n

დღეს საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა.

31 წლის წინ, 30 აპრილს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად გაიწვიეს წვევამდელები სავალდებულო სამხედრო სამსახურში.

აღნიშნულ თარიღს სოციალურ ქსელში ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე და ქართველ ჯარისკაცებს მადლობას უხდის.

„საქართველოს მამაცო ჯარისკაცებო, გილოცავთ შეიარაღებული ძალების დღეს – 30 აპრილს! მადლობას გიხდით თავდადებისა და პროფესიონალიზმისთვის, რომლითაც ემსახურებით ქვეყანას, იცავთ მშვიდობას, თავისუფლებას და უსაფრთხოებას! თქვენ არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ სამშობლო არის უპირველესი.

ქედს ვიხრით გმირების წინაშე, ვინც ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაეცნენ! ვინც ამაყად ატარა ქართული დროშა!“ – აღნიშნავს არჩილ თალაკვაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები