LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„35 წლის რომ გახდება „ჯუჯები“, მოვალთ და გიმღერებთ ყველასთვის საყვარელ სიმღერებს“ – ნუგზარ კვაშალი

464
kvashali

„რადიო დუეტის” სტუმარი ყველასთვის კარგად ნაცნობი, ანსამბლ „ივერიას“ სოლისტი, მომღერალი ნუგზარ კვაშალი იყო. გადაცემის ფარგლებში რამდენიმე ახალი სიმღერის პრემიერა გაიმართა, რომელსაც „ტრიო რერა” ასრულებს. ახალი ტრიოს შემადგენლობაში დემიკო ანთიძე,  ბესო კალანდაძე და ნუგზარ კვაშალი არიან.

”მე „ტრიო ორასს” დავარქმევდი, ჩვენი სამივეს ასაკი ჯამში 200 წელია”- აღნიშნა ბატონმა ნუგზარმა, რომელმაც ისიც გაგვიმხილა, რომ ტრიოს ჯამში უკვე  7 სიმღერა აქვს.

გადაცემის ფარგლებში დაპრემიერდა მაცაცო სებისკვერაძის სიმღერა „ჭრელ კაბაში დაგაბეროს ღმერთმა”, რომელიც   ზაზა თაბაგართან ცოცხლად, გიტარის თანხლებით ჩაიწერა და „კვლავ მერცხლები მოქარგავენ ზეცას“, რომლის ტექსტი და მუსიკა ოთარ რამიშვილს ეკუთვნის.

ნუგზარ კვაშალმა უახლოეს მომავალში მეწყვილე ვახტანგ ტატიშვილთან ერთად სტუმრობა  და „ტრიო რერას“ ალბომის  ”არ დაიდარდოში” პრემიერა დაგვიანონსა.

თუ სად ასრულებდა „ანსამბლი ივერია“ ”yesterday”-ის ფანდურზე და როგორია მომღერლის სამომავლო გეგმები ვრცლად ინტერვიუდან შეიტყობთ…

ვრცლად შეიტყობთ ინტერვიუდან…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები