LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან ბევრი სიურპრიზი და ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი… მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ მოსახლეობას, რომელიც პანდემიის მერე ნელ-ნელა იბრუნებს განწყობას“ – დათო ოქიტაშვილი

114
18516218_1657963754244028_1320956195_n

29 ივნისს რადიო „არ დაიდარდოს“ რუბრიკას „მხიარული დილა“ დათო ოქიტაშვილი სტუმრობდა, რომელმაც სამომავლო გეგმებზე და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.

დათო, „კულტურის პალატა“ აქტიურად განაგრძობს მოღვაწეობას და ბევრ კარგ ღონისძიებას გვთავაზობს. მინდა, უფრო დეტალურად მოგვიყვე ახლო მომავალში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ,

ზაფხულის პერიოდში ძალიან ბევრი საინტერესო ღონისძიება იგეგმება ბათუმში, როგორც საქართველოს მოსახლეობისათვის, ისე ჩვენი სტუმრებისთვის. მინდა, მადლობა ვუთხრა, აჭარის ხელმძღვანელობას, ბათუმის მერიას, ბულვარის დირექციას, რომელთაც სიურპრიზი მოგვიმზადეს და საფესტივალო სივრცე გადმოგვცეს. ამ სივრცეში ყოველდღიურად ჩატარდება უფასო ღონისძიებები, დისკოთეკები და ა.შ. რადგან ჩვენ არ უნდა ვიყოთ მხოლოდ ბიზნესზე ორიენტირებული, მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ მოსახლეობასაც, რომელიც პანდემიის მერე ნელ-ნელა იბრუნებს განწყობას. აღნიშნული ფესტივალის ორგანიზატორები არიან: ქართული ღვინის ფონდი, საქართველოს კულტურის პალატა, ბათუმის მერია და ბულვარის ადმინისტრაცია. ფესტივალი ივლისში დაიწყება და დაახლოებით 4 სექტემბრამდე გაგრძელდება. მოგეხსენებათ, რომ ყოველ ზაფხულს, 13, 14, 15 აგვისტოს „სუხიშვილები“ „ბათუმის მუსიკალურ ცენტრში“ ატარებდნენ კონცერტებს და მინდა გითხრათ, რომ ეს ტრადიციაც აღდგა და წელსაც ასე იქნება. ძალიან ბევრი სიურპრიზი და ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი და დღითი დღე კიდევ იგეგმება.

მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდს, რომელიც ძალიან ბევრს მუშაობს. სამწუხაროდ, მარტო ხელმძღვანელი ჩანს ხოლმე, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანები უფრო მეტს აკეთებენ, ვიდრე მე. მინდა გითხრათ, რომ ბათუმში ძალიან ცნობილ ჩინურ კომპანიასთან ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულება გავაფორმე. ეს კომპანია ძალიან დიდ ინვესტიციას ჩადებს, როგორ კულტურის, ისე სწავლა-განათლების მიმართულებით. მინდა, მეტი სამუშაო ადგილი შევქმნათ და ზაფხულის ღონისძიებებში ჩვენი ახალგაზრდებიც ჩავრთოთ. ჩართულები ვართ „სტუდენტურ ფესტივალშიც“, რომელიც 6 ივლისს კუს ტბაზე, „ეთნოგრაფიულ მუზეუმში“ დასრულდება და იქნება დაჯილდოება. 18 ივლისს ბათუმის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩვენი ლეგენდარული ფეხბურთელის, რევაზ ჩელებაძის ვარსკვლავი გაიხსნება. ამ პროექტმა ბევრ ცნობილ ადამიანს მოუტანა დაფასება. ადამიანი სიცოცხლეშივე უნდა დააფასო და უთხრა, რომ გიყვარს, გახსოვს და მუდამ მის გვერდით იქნები. იმ ადამიანებს, რომლებიც ღიზიანდებიან და ჩასაფრებულები არიან, ვეტყვი, რომ მათ გარეშე ასეთი ძლიერები არ ვიქნებოდით.

 

გადაცემის ჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები