LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მსმენელს ძალიან ლამაზ ღონისძიებას ვპირდები” – ლოლა წერეთელი

261
loladila

რადიოს „არ დაიდარდო“ 10 იანვრის მხიარული დილა მომღერალ ლოლა წერეთელთან ერთად დაიწყო. ჩართვაში მომღერალმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

-ლოლა, როგორც ვიცი 17 იანვარს ჩამოდიხარ საქართველოში და 19-ში  შენი საღამოა დაგეგმილი…

-დიახ, რესტორანში „ბროწეულები“ იგეგმება ჩემი საღამო, დილამდე იქ ვიქნები და შემდეგ ისევ მოსკოვში ვბრუნდები. მსმენელს ძალიან ლამაზ ღონისძიებას ვპირდები.

-როდის იწყება შენი დილა?

-როდესაც საღამოს ვიწყებ მუშაობას და ღონისძიებების შემდეგ ღამე გვიან მოვდივარ სახლში, შეიძლება მომდევნო დღეს საღამომდე მეძინოს. დღეს მაგალითად, დილით 8 საათზე გავიღვიძე. მთავარია, დილით კარგი განწყობით გავიღვიძო, რომ საღამოს კარგად ვიმღერო და ჩემი გამოსვლით  ხალხი ვასიამოვნო.

-სამომავლო გეგმებზეც ვისაუბროთ…

-5 სიმღერას ვამზადებ, აქედან 2 საქორწილო სიმღერაა, ერთი არის მეგობრობაზე, ერთი მშობლებზე და ასევე არის საქეიფო სიმღერა.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები