LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,სიმღერა ჩემთვის უფრო ჰობია ვიდრე პროფესია” – ხატია ლაზუაშვილი

358
xati-lazuashvili-news

30 დეკემბერს, რადიოს „არ დაიდარდო“ და თაკო მელიქიშვილის წინასაახალწლო გადაცემას „არის 2022“ მომღერალი ხატია ლაზუაშვილი სიმღერის „ახალ წელს“ პრემიერით ეწვია.

-ხატია, როგორია წინა საახალწლო განწყობა?

-მშვენიერი. საახალწლოდ ყოველთვის კარგი განწყობაა. მოუთმენლად ველი ახალ წელს.

-როგორ ემზადები 2022 წელთან შესახვედრად?

-მე ცოტა სულსწრაფი ვარ და ნოემბრიდან დავიწყე მზადება. სრულ მზადყოფნაში ვარ ახალ წელთან შესახვედრად. ნაძვის ხეც მოვრთე და უკვე საჩუქრებიც გავხსენი (იცინის). წელს განსაკუთრებული ახალი წელი მექნება, რადგან ახალ სახლში ვხვდები.

-როგორ შეაფასებდი 2021 წელს?

ყოველთვის ხდება ცუდიც და კარგიც. 2021-მა კარგი ის მომიტანა, რომ შევხვდი ჩემს საყვარელ ადამიანს. ასევე, ჩავწერე ახალი სიმღერა.

-სად ხვდები ახალ წელს და მეკვლეობის თუ გჯერა?

-ახალ წელს ჩემს მშობლებთან წავალ მეკვლედ. მეკვლეს შემთხვევაში, მგონია მნიშვნელოვანია თუ როგორი გულით და განწყობით მოვა ადამიანი შენთან.

-ბედობის რამდენად გჯერა?

ბედობას ნამდვილად არ ვგეგმავ ხოლმე, რომ რაღაც კონკრეტული დავიბედო. ყოველთვის ისე ემთხვევა, რომ ბედობას მუშაობა მიწევს.

-რა ასაკიდან დაიწყე სიმღერა?

-სიმღერა ჩემთვის უფრო ჰობია ვიდრე პროფესია, თუმცა ამ ბოლო დროს შედარებით წინა პლანზე წამოვწიე. ძალიან ბევრი საავტორო სიმღერა დამიგროვდა და სამომავლოდ ვაპირებ ჩავწერო.

-მოგვიყევი სიმღერის ახალ წელს“ შექმნის ისტორია?

-სიმღერა წელს დაიწერა. მუსიკა და ტექსტი მე მეკუთვნის. ჩაიწერა „Z-studio”-ში, ზაზა გოჩიტაშვილთან. პირველად ექსკლუზიურად „არ დაიდარდო“-ს ეთერში გაჟღერდება.

 

ხატია ლაზუაშვილი – ახალ წელს

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ხატია ლაზუაშვილი. საახალწლო გადაცემა “არის 2022”.

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები