LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ზვიადაურს ოპერაცია ესაჭიროება – ოლიმპიურ ჩემპიონს ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ჩაუტარებენ

1954
zurabzviadauri

ჯანმრთელობის გაუარესების გამო ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური კლინიკაში გადაიყვანეს.

სოფელ წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოლიმპიური ჩემპიონი, ზურაბ ზვიადაური 26 აგვისტოს თოდუას კლინიკაში გადაიყვანეს.

ზურაბ ზვიადაური თოდუას კლინიკაში გადაიყვანეს

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ზვიადაურის ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე აცხადებს, ბრალდებულს ჯანმრთელობის მწვავე მდგომარეობა დაუდგინდა და ხერხემალზე ოპერაცია ესაჭიროება.

ზურაბ ზვიადაურს ასევე ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ჩაუტარებენ.

მას ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში უახლოეს დღეებში გადაიყვანენ.

შეგახსენებთ, წინანდალში, 16 აგვისტოს 3 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ერთი ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური.

შსს-მ ორი პირი დააკავა. ზურაბ ზვიადაური ერთი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული ჯაბა ჯ. დააკავეს. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ზვიადაურმა იმ მამაკაცს ესროლა, რომელმაც გასროლა მისი ძმის და რამდენიმე პირის მიმართულებით განახორციელა.

ზვიადაურს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

“ჩვენი მიზანი არ არის ზვიადაურის დასჯა, ჩვენთვის მთავარია, ნიკას ცილი არ დასწამონ” – გარდაცვლილის დედის ემოციური მიმართვა

“ჩხუბი ფიცარზე მოზელილი ალიზის გამო დაიწყო… მინდა ზვიადაურების ოჯახს მივუსამძიმრო” – გარდაცვლილი ნიკა კენჭოშვილის მამა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები