LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩხუბი ფიცარზე მოზელილი ალიზის გამო დაიწყო… მინდა ზვიადაურების ოჯახს მივუსამძიმრო” – გარდაცვლილი ნიკა კენჭოშვილის მამა

58115
კენჭოშვილის მამა

წინანდალში, სისხლიანი დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილი ნიკა კენჭოშვილის მამა ამბობს, რომ მის შვილს ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ოჯახთან არანაირი ბიზნესწილი არ აკავშირებდა.

როგორც მან „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა, მისმა შვილმა იარაღი თავდაცვის მიზნით გამოიყენა.

მისივე თქმით, ზურაბ ზვიადაურს მისი დაჭრილი შვილი კლინიკაში არ გადაუყვანია და ის ძმებმა გაგა და გოგა კენჭოშვილებმა გადაიყვანეს.

"ჩვენი მიზანი არ არის ზვიადაურის დასჯა, ჩვენთვის მთავარია, ნიკას ცილი არ დასწამონ" - გარდაცვლილის დედის ემოციური მიმართვა

უბრალოდ ნუ ამოსვრიან ჩემი პატიოსანი შვილის სახელს ტალახში,- ამბობს გარდაცვლილის დედა.

„მე როგორც ვიცი, ფიცარზე მოზელილი ალიზის გამო დაიწყო ჩხუბი. რატომ მოზილეთ ამაზე, ჩვენიაო და ამის გამო დაიწყო შეხლა-შემოხლა. იქ ჩემს ბიჭს ახლდა ფირმის წარმომადგენელი ვატო. ის იყო ერთ-ერთი, რომელსაც დაარტყეს. შემდეგ ჩაერთო ნიკა ამ პროცესში.

ჩემმა შვილმაც დაცვის მიზნით გამოიყენა თავისი იარაღი, რომელიც განვადებით მე თვითონ ვაყიდინე. ეს არ უნდა მომხდარიყო! სანამ დაიწყებოდა სროლა, ზვიადაური იქ იყო თავიდანვე.

ჩემი შვილი იყო თავიდანვე მშრომელი, პატიოსანი, ვაჟკაცი ადამიანი. ჩასული იყო იმისთვის, რომ ემუშავა და ორი კაპიკი შემოეტანა ოჯახში. შრომობდა ფიზიკურად. ხმებია, რომ რაღაც ბიზნეს წილი, რის ბიზნეს წილი.

მე ზვიადაურით ამდენი ხანი ვამაყობდი. არ ვიცი, ისიც მოიქცა ალბათ, ისე როგორც ჩათვალა საჭიროდ. მაგრამ მას შეეძლო უფრო მეტი გაკეთებინა თავიდანვე.

მინდა იმ ოჯახს მივუსამძიმრო, იმიტომ, რომ ვხვდები იქაც რა ხდება. ის, რომ ზვიადაურმა მიიყვანა საავადმყოფოში, ეს გამორიცხულია, იმიტომ, რომ გოგა და გაგა კენჭოშვილებმა, რომლებიც ჩემს ხელში გაზრდილი ბავშვები არიან, იმათ მიიყვანეს“, – განაცხადა მოკლული ნიკა კენჭოშვილის მამამ.

შეგახსენებთ, ოლიმპიურ ჩემპიონს ზვიადაურს 27 წლის ნიკა კენჭოშვილის მკვლელობას ედავებიან.

მასთან ერთად დაკავებულ ჯაბა ჯანგირაშვილს  კი ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის გაასამართლებენ.

შსს-ს ინფორმაციით, წინანდლის ტყეში მომხდარი სისხლიანი გარჩევისას, სადაც სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური, ყოფილმა სპორტსმენმა სასიკვდილოდ დაჭრა ნიკა კენჭოშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები