LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ძალიან მოთხოვნადი სიმღერა იყო და დღემდე ასეა” – დათო ნეფარიძე პრემიერით ,,არ დაიდარდოში”

268
nefaridze2011

რადიო ,,არ დაიდარდოს და გადაცემას, ,,რადიო დუეტი თაკოსთან ერთად’’  დათო ნეფარიძე სტუმრობდა. მომღერალმა მოგვიტანა სიმღერის ,,ჰარალე” ახლებური ვერსია და გაიხსენა მისი შექმნის ისტორია.

მოგვიყევი სიმღერაზე ,,ჰარალე”, რომლის ახლებური ვერსია დღეს დაპრემიერდება ჩვენს ეთერში..

ეს სიმღერა პირველად 1998 წელს ჩაიწერა, როდესაც მოსკოვიდან დავბრუნდი მე და ოთარ ყუფუნიამ ჩავწერეთ ერთად. მას შემდეგ არ დაუკარგავს აქტუალობა, ყველას ძალიან უყვარს. ჩემმა მეგობარმა, ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ შემომთავაზა ამ სიმღერაზე კლიპის გადაღების იდეა. მინდოდა, რომ ძველ ვერსიაზე ჩაგვეწერა, თუმცა რადგან კლიპის გადაღება გადავწყვიტეთ ჩავწერეთ ახალი ვერსია. სიმღერა დაიწერა 1996 წელს, ეკუთვნის კომპოზიტორ ზურა დარბაიძეს, რომელიც მოსკოვში მოღვაწეობს. მაშინ არ ვიცოდი, ვინ იყო სიმღერის ავტორი, მოვასმენინე ოთარს და ვთხოვე ჩაგვეწერა. შემდეგ კი დავუკავშირდით ზურას და მივიღეთ თანხმობა. ძალიან მოთხოვნადი სიმღერა იყო და დღემდე ასეა. სიმღერის პირველი სტროფი ეკუთვნის ლილი ნუცუბიძეს, მეორე – მამუკა ჭუმბურიძეს, არანჟირება კი გააკეთა ოთარმა. ახლებური ვერსიის არანჟირება ეკუთვნის მამუკა ბეგაშვილს, რომელმაც ნამდვილად კარგად გაართვა თავი ამ საქმეს. ჩაიწერა ,,ბრავო რექორდსში”, ხმის რეჟისორი კი არის ალეკო ბერძენიშვილი. ვფიქრობ, რომ მსმენელი ისევ დადებითად შეაფასებს ახლებურ ვერსიას. კლიპის პრეზენტაცია შედგა ქალაქ რუსთავში 25 ოქტომბერს. კლიპში მონაწილეობას იღებენ რუსთაველებიც, ის კოლორიტი ხალხი ვისაც ამ ქალაქისთვის რაღაც გაუკეთებია. რადიო პრემიერის შემდეგ ვაპირებთ სატელევიზიო პრემიერასაც, ვესაუბრეთ რამოდენიმე ჟურნალისტს. ამას შემდეგ დავაანონსებ აუცილებლად.

ვრცლად გადაცემა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g