რადიო ,,არ დაიდარდოს” და გადაცემას ,,რადიო დუეტი თაკოსთან ერთად” უამრავი სიმღერის ავტორი და შემსრულებელი ფატი ბროლაშვილი სტუმრობდა, რომელმაც მოგვიტანა ახალი სიმღერა, სახელწოდებით ,,მე შემიყვარდი”.
– ვისაუბროთ შენს რეპერტუარზე..
– მუზა როდესაც მოდის, მაშინ ვწერ სიმღერას, ორ კვირაზე მეტია არაფერი დამიწერია. ველოდები ერთ ლამაზ დღეს, როდესაც ისევ დავწერ ახალ სიმღერას. ერთ-ერთი სიმღერა, რომელიც დავწერე გვიან ღამით და დავასრულე დილის 5 საათზე, მივუძღვენი ჩემს მეუღლეს თავის დაბადების დღეზე. სახელწოდება კი შევურჩიე ,,შენი დაბადება მახარებს”. ის ახლა ემიგრაციაშია და მინდა მოვიკითხო ეთერის საშუალებით.