LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უშენოდ თოვს“ – ნინო ბაღიაშვილის სიმღერის პრემიერა და ახალი ალბომის პრეზენტაცია

262
nino bagiashvili dueti

„არ დაიდარდოს“ ეთერში ახალი სიმღერის „უშენოდ თოვს“ და ახალი ალბომის „გულში ჩუმად შეგინახე“ პრემიერა შედგა. ალბომი ჩაიწერა ,,ზე სტუდიაში” ზაზა გოჩიტაშვილთან. მომღერალმა ნინო ბაღიაშვილმა რადიოს ეთერში ახალი ალბომის დეტალებზე ისაუბრა.

ნინო ბაღიაშვილი:

პირველ რიგში მივესალმები თქვენს მსმენელს, რაც შეეხება 2019 წელს, ის ჩემთვის ნაყოფიერი წელი იყო, რადგან ჩავწერე ბევრი ახალი სიმღერა და ასევე გამოვუშვი ახალი ალბომი, სადაც არის 12 სხვადასხვა ჟანრის სიმღერა. მინდა გადავუხადო მადლობა ყველას, ვინც დამეხმარა და ალბომის შექმნაში წვლილი შეიტანა. განსაკუთრებული მადლობა კი ნონა მულაძეს, რომელმაც 12 სიმღერიდან 11 თავად შექმნა. გადაღება მიმდინარეობდა სასტუმრო „სავანეში“, რომელიც იყალთოში მდებარეობს. ეს ადგილი თავად შევარჩიე, იქ არის ისეთი გარემო და დიზაინი რომელიც მე მჭირდებოდა. ფოტოები  გადაიღო ცისკარა უგრეხელიძემ და რაც შეეხება ალბომის დიზაინს, ის ეკუთვნის ფოტო სტუდია ენრიკო სერვისს. ასევე მადლობა თქვენ, რომ მომეცით ჩემი სიმღერების დაპრემიერების საშუალება.

ვრცლად გადაცემა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები