თაკო მელიქიშვილის საავტორო გადაცემის „რადიო დუეტი” სტუმარი, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ახალი სიმღერის პრემიერით, თიკა ფაცაცია იყო. „აჭარული პოპურის” ახალი ვერსია ცირა ბზიშვილს ეკუთვნის, რომელიც მომღერალმა ისრაელში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე სპეციალურად ამ გასტროლისთვის მოამზადა.
მოგვიყევი ახალ სიმღერაზე, რომელსაც დღეს ვაპრემიერებთ?
ისრაელში მივდიოდი, მივხვდი რომ ბოლო პერიოდში ახალი არაფერი ჩამიტანია მათთვის, თანაც ვიცი რა უყვართ, რაზე უჩუყდებათ გული, რაზე წამოფრინდებიან ხოლმე საცეკვაოდ, ძალიან ცოტა დრო იყო დარჩენილი, ახალს ვერაფერს დავწერდით, თან ხალხური არ მიმღერია არასოდეს და გადავწყვიტე მეცადა.