LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არესტოვიჩი: შოლცი უკრაინელი ჯარისკაცებისა და მოსახლეობის დაღუპვაზეა პასუხისმგებელი, რადგან გერმანია უკრაინას მძიმე შეიარაღებას არ აძლევს

94
არესტოვიჩი და შოლცი

„ოლაფ შოლცი უკრაინელი ჯარისკაცებისა და მოსახლეობის დაღუპვაზეა პასუხისმგებელი, რადგან გერმანია უკრაინას მძიმე იარაღს არ აძლევს“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მთავარმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ბატონო შოლც, თქვენ ხართ პასუხისმგებელი ჩვენი დაღუპული ჯარისკაცებისა და მშვიდობიან მოსახლეობაზე. ყოველდღე ბავშვები კვდებიან, ყოველდღე 100 ჯარისკაცს ვკარგავთ, რატომ არ გვაძლევთ უკრაინის ჯარის მძიმე იარაღს? უკრაინის ჯარი ძლიერია, ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ რუსები და გავაძევოთ ისინი ჩვენი ქვეყნიდან, მაგრამ ჩვენ გვჭირდება იარაღი.“– განაცხადა ალექსეი არესტოვიჩმა.

მისივე თქმით, გერმანიამ უკრაინას 88 ლეოპარდის ტანკის და 50 გეპარდის თვითმავალი საზენიტო იარაღის გადაცემას დაჰპირდა.

„ეს საკმარისი იქნებოდა უკრაინის არმიის ორი ბრიგადისთვის. ახლა, თუ ჩვენ გვეყოლებოდა ორი ბრიგადა სადმე ფრონტის ხაზზე, შეგვეძლო ხერსონი გაგვერღვია ან განგვედევნა ისინი პოპასნაიასა და სევეროდონეცკიდან. დღეს ორი ბრიგადა დიდი ძალაა.“– თქვა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა და განმარტა, რომ უკრაინას შორ მანძილზე მომუშავე არტილერია, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები, ტანკები, ჯავშანტექნიკა და დრონები სჭირდება.

„თუ საკმარისი გვექნება, ჩვენ მოვიგებთ ომს. როდესაც დასავლეთმა მოგვცა 120 შორეული საარტილერიო დანადგარი, სიტუაცია ფრონტზე მაშინვე შეიცვალა. სამ დღეში რუსებმა დაკარგეს თავდასხმის სიჩქარე.“– თქვა ალექსეი არესტოვიჩმა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

მედია: მაკრონი, შოლცი და მარიო დრაგი 16 ივნისს უკრაინაში ჩავლენ

იენს სტოლტენბერგი: უკრაინამ უფრო მეტი მძიმე შეიარაღება უნდა მიიღოს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g