LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იენს სტოლტენბერგი: უკრაინამ უფრო მეტი მძიმე შეიარაღება უნდა მიიღოს

64
201810040932172134080385

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, დასავლეთმა უკრაინას მეტი მძიმე იარაღი უნდა გაუგზავნოს.

როგორც სტოლტენბერგი აღნიშნავს, უკრაინა მთლიანად იარაღზეა დამოკიდებული, რათა შეძლოს რუსეთის სასტიკი შეჭრისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

„დიახ, უკრაინას მეტი მძიმე იარაღი უნდა ჰქონდეს. ნატოს მოკავშირეებმა და პარტნიორებმა მიაწოდეს ასეთი იარაღი და აძლიერებენ ამ ძალისხმევას. 15 ივნისს ნატოს შტაბ-ბინაში უკრაინის მხარდაჭერის საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში შეხვედრა გაიმართება. ეს არის ფორმატი, რომელიც რამდენიმე თვის წინ რამშტეინის ბაზაზე დაარსდა. ეს ჯგუფი რეგულარულად იკრიბება ნატოს მოკავშირეებისა და პარტნიორების ძალისხმევის კოორდინაციის მიზნით, რათა უზრუნველყონ სხვადასხვა ტიპის იარაღი და სამხედრო ტექნიკა, მათ შორის მძიმე იარაღი უკრაინისთვის. ისინი მთლიანად მასზე არიან დამოკიდებულები, რომ შეძლონ რუსეთის სასტიკი შეჭრისთვის წინააღმდეგობის გაწევა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

“მოლაპარაკებები უნდა იყოს პირდაპირი” – ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მზად არის ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g