LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არიან ადამიანები, ვინც მიწების დატაცებით ითბობს ხელს: კალაძე მოქალაქეებს და მათ ქონებას ასახელებს

166
1c37ac47e3b55f294eb0f00c48a590df-XL
“ეს იყო კარგად დაორგანიზებული შეტევა, თითქოს ჩვენ ამ მამა-შვილს დავუნგრიეთ საცხოვრებელი სახლი, რაც არის ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუე. შემდეგ რა მოყვა და როგორ განვითარდა მოვლენები, ყველამ იცის და ამ თემას არ დავუბრუნდები. როდესაც ხდება მიწების დატაცება, ბევრი არის სოციალურად დაუცველი, მართლაც გაჭირვებული, მაგრამ ასევე არიან ადამიანები, ვინც მიწების დატაცებით, იქ შენობა-ნაგებობების განთავსებით ხელს ითბობს. ჩვენ ამ თემას ჩავყვებით ბოლომდე და თუ ვინმეს გონია, რომ ვერ მივაგნებთ, არ გამოიკვეთება იმ ადამიანების დაჯგუფება, ძალიან ცდებიან”- ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დღეს დედაქალაქის მერმა ისაუბრა.
როგორც კახა კალაძემ განაცხადა, იმისათვის, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ სრული ინფორმაცია, თუ რასთან აქვთ საქმე, დაასახელა პიროვნებები, ვინც მისი თქმით, მიწების დატაცებით ითბობს ხელს:
  • “მოქალაქე ტ.ხ-ს ქარელის რაიონის სოფელ დირბში რეგისტრირებული აქვს 600 კვადრატული მეტრის ოდენობის ქონება;
  • მოქალაქე შ.ჯ, მცხოვრები სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირში, ფლობს 4 მსუბუქ ავტომობილს. მამას რეგისტრირებული აქვს 6000 კვ მეტრი სახნავ-სათესი მიწა;
  • მოქალაქე დ.შ, მცხოვრები ქალაქ თბილისში, გურამიშვილის ქუჩაზე ფლობს ბინას, ასევე მამას უფიქსირდება გურამიშვილზე სამი ბინა; ოჯახი ხარაგაულში სოფელ ლეღვანში ფლობს 1255 კვ მიწის ნაკვეთს;
  • მოქალაქე დ.ტ თბილისში ქიზიყის ქუჩაზე ფლობს ბინას, დედას აქვს სოფელ ჯიმითში 3302 კვ მეტრი მიწის ნაკვეთი;
  • მოქალაქე ვ.ფ თბილისში, გუგუშვილის ქუჩაზე ფლიბს 600 კვადრატული მეტრ ბინის ფართს;
  • მოქალაქე გ.მ თბილისში ნავთლუღის დასახლებაში ფლობს სახლს. მამას აქვს 568 კვ მეტრი ფართი ნავთლუღის დასახლებაში;
  • მოქალაქე ნ.ბ რეგისტრირებულია კასპში, მამას აქვს კავთისხევში 1300 კვ მეტრი ნაკვეთი. დედა რეგისტრირებულია ინდმეწარმედ” – განაცხადა კახა კალაძემ.
magti 5g