2 მარტს, 97-ე ,,ოსკარები” გაიმართება. დაჯილდოებას კომიკოსი, კონან ო’ბრაიენი წაიყვანს. ის შოუზე ამ ამპლუას, პირველად მოირგებს.
დაჯილდოების ტოპ ნომინანტი ,,ემილია პერესია”. ჟაკ ოდიარის ფილმი 13 ნომინაციაშია წარდგენილი.
ამერიკის კინოაკადემიამ 10-10 ნომინაცია, The Brutalist-სა და Wicked-ს მიენიჭა.
ცნობილია, რომ ნომინაციებში გამარჯვებულებს ისეთი ვარსკვლავები გამოაცხადებენ, როგორებიც: ჯო ალვინი, ჰოლი ბერი, პენელოპე კრუსი, უილიამ დეფო, ანა დე არმასი, ლილი-როუზ დეპი, ელ ფენინგი, ვუპი გოლდვერგი, სელენა გომესი, გოლდი ჰოუნი, კილიან მერფი, ემა სტოუნი და სხვები არიან.
საღამოს მუსიკალურ ნაწილში ისეთი არტისტების პერფორმანსები შედგება, როგორებიც არიან არიანა გრანდე და სინტია ერივო. ისინი ,,ალქაჯის” საუნდტრეკებს შეასრულებენ. ცერემონია სწორედ გრანდესა და ერივოს წარმოდგენით გაიხსნება.
სცენაზე ლისა, დოჟა ქეთი და რეიც წარდგებიან, თუმცა შეასრულებენ თუ არა ისინი ერთობლივ სიმღერას – Born Again უცნობია.
პერფორმერთა შორის ასევე, ქუინ ლატიფა დასახელდა.