LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არიანა გრანდე ,,ვერსაჩეს” ლუქებით (ფოტო)

380
11169440-0-image-a-130_1552976394139

18 მარტს, ნიუ-იორკში, არიანა გრანდეს Sweetener World Tour დაიწყო.

ოლბანიში გამართულ პირველ კონცერტზე, 26 წლის შემსრულებელმა სხვებთან ერთად ისეთი ჰიტები შეასრულა, როგორებიცაა: God Is a Woman, Break Up with Your Girlfriend, I’m Bored, Breathin, Into You და 7 Rings.

აღსანიშნავია, რომ პერფორმანსებისას ამერიკელმა მომღერალმა სცენაზე რამდენიმე განსხვავებული, ფერადი ლუქი მოირგო. გაირკვა, რომ ახალგაზრდა ვარსკვლავის ჩაცმულობაზე ,,ვერსაჩემ” იზრუნა.

შეგახსენებთ, რომ არიანა გრანდე მეოთხე და მეხუთე სტუდიური ალბომების, Sweetener (2018 წ.) და Thank U, Next (2019 წ.) მხარდასაჭერი მსოფლიო ტურნეთი, აშშ-ის, კანადის, ინგლისის, ნიდერლანდების, საფრანგეთის, ბელგიის, გერმანიის, ავსტრიის, ჩეხეთის, პოლონეთის, შოტლანდიის, ირლანდიის, დანიის, ნორვეგიის, ფინეთისა და შვედეთის ქალაქებს ეწვევა. უკანასკნელი შოუთი თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო არტისტი მსმენელის წინაშე 13 ოქტომბერს, ციურიხში წარდგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები