საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, “ამნესტი ინტერნეშენალის,” გენერალური მდივანი, აგნეს კალამარდი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მოუწოდებს – ალექსეი ნავალნისთან ციხეში მისი ნდობით აღჭურვილი ექიმი დაუყოვნებლივ შეუშვან და ასევე დაუყოვნებლად გაათავისუფლონ პოლიტიკოსი.
ამის შესახებ განცხადება აგნეს კალმაარმა საკუთარ “ტვიტერში” გამოაქვეყნა.
კალმარი პოლიტიკოსის დაპატიმრებას დაუსაბუთებელს უწოდებს და ყურადღებას ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მკვეთრ გაუარესებაზე ამახვილებს.
“არის საშიშროება, რომ რუსეთის სახელმწიფო ნელ სიკვდილს უმზადებდეს ალექსეი ნავალნის,- წერს აგნეს კალმაარი.
ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა
