LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არის თუ არა დაპირისპირება ღარიბაშილსა და გამყრელიძეს შორის – გაბუნია განმარტავს

183
BeFunky-collage (7)

პრემიერის ხელმძღვანელობით მომუშავე სამთავრობო გუნდი სრული კოორდინაციით, ყოველგვარი დაპირისპირებისა და წინააღმდეგობრივი პოზიციების გარეშე აგრძელებს მუშაობას, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მედიის მიერ დასმულ შეკითხვას, პრემიერ-მინისტრსა და დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელ, ამირან გამყრელიძეს შორის არსებულ შესაძლო, დაპირისპირებასთან დაკავშირებით.

“ყოველგვარი დაპირისპირება, რომელიც შესაძლოა გაჟღერდეს ან გაჟღერდა გუშინ არის საფუძველს მოკლებული. არ არის რეალური.

მსგავსი ტიპის არასწორი ინფორმაცია აზარალებს უბრალოდ ამ პროცესს, ისედაც რთულია ეპიდემიის მართვა და ნამდვილად არ არის საჭირო ამ ტიპის ფაქტებზე აპელირება, რაც არც დადასტურებულია და არც არანაირად არის გამართლებული”, – განუცხადა გაბუნიამ ჟურნალისტებს.

შესაძლო დაპირისპირებაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, მედიასთან განმარტების გაკეთება მოუწია ამირან გამყრელიძესაც, რომელმაც აღნიშნა, რომ პრემიერსა და მას შორის არავითარი დაპირისპირება არ არსებობს.

ჟურნალისტმა მას ჰკითხეს: „მმართველი გუნდის ოპონენტები საუბრობენ, რომ თქვენსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორს არის გარკვეული დაპირისპირება, რას უპასუხებთ ამ ადამიანებს“, რაზე გამყრელიძემ ასე უპასუხა:

“როგორ შეიძლება, პრემიერ-მინისტრსა და ინსტიტუტის დირექტორს შორის იყოს დაპირისპირება, მე ხომ პოლიტიკური ფიგურა არ ვარ, რომ ვინმესთან დაპირისპირებაში შევიდე, მით უმეტეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. საკმაოდ ხანგრძლივი კარიერული ისტორია მაქვს, ამიტომ არ მგონია, ეს სერიოზული განსჯის საგანი იყოს. ძალიან ნორმალური, შეიძლება ითქვას, კოლეგიალური ურთიერთობა გვაქვს საბჭოს ფარგლებში. ყოველთვის ვიცავ სუბორდინაციას ყველასთან. ამიტომ, დარწმუნებული იყავით, არავითარი დაპირისპირება არ არსებობს, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალი, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ომიკრონის შემთხვევაში ვაქცინა “არ მუშაობს” და ვაქცინირებულ პირს კორონავირუსი “ჩვეულებრივ” ემართება.

მავნებლობა, ცოდნის ნაკლებობა და ანტივაქსერების წახალისება – ვინ როგორ აფასებს პრემიერის განცხადებას ვაქცინებზე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბუსტერი სერიოზულად იცავს ინფიცირებისგან, მათ შორის ომიკრონის შემთხვევაში, ასევე ჰოსპიტალიზაციისა და ფატალური გამოსავლისგან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g