LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არის თუ არა მატარებელი პანდემიის დროს ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტი?

72
train2012

კორონავირუსის ისტორია არადა არ დასრულდა და მსოფლიო ცდილობს რომ პანდემიურ რეალობაში ცხოვრება ისწავლოს. ეს შეეხება მგზავრობასაც, თუმცა მანამ სანამ ყველაფერი ასე თუ ისე ნორმალური გახდება, ხალხი გადაასადგილებლად ყველაზე უსაფრთხო ალტერნატივებს ეძებს.

უმრავლესობამ საჰაერო ტრანსპორტზე უარი თქვა და უპირატესობას კერძო ავტომობილს ან დაქირავებულ მანქანას ანიჭებს, რომელსაც ექსპერტები საკმაოდ დაბალი რისკების შემცველ ტრანსპორტად ასახელებენ.

თუმცა, რა ხდება მაშინ როცა სამგზავრო დისტანცია დიდია და რეგიონის საზღვრებს სცდება. ამ შემთხვევაში, ისევე როგორც მოკლე მანძილის დროს სპეციალისტთა ნაწილი საუკეთესო ტრანსპორტად მატარებელს თვლის.

მათთვის, ვისაც მიწაზე მყარად დგომა, თვითმფრინავისგან თავის შორს დაჭერა, ან ძილი, კითხვა თუ გზის თვალიერება უყვარს, მატარებელი მართლაც კარგი ალტერნატივაა.

უფრო მეტიც, თუკი ჰიგიენური ნორმები დაცულია, შორი მოგზაურობებისთვის ერთ–ერთი ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტი სწორედ რკინიგზაა.

ექსპერტთა შეფასებით, მატარებელში თვითმფრინავის კაბინასთან შედარებით, ერთ მგზავრე მეტი ადგილი და ჰაერი მოდის, რაც დაინფიცირების რისკს საგრძნობლად ამცირებს. ამასთან, როგორც პრაქტიკამ აჩვენა მასობრივი ინფიცირების წყარო ამ 10 თვის განმავლობაში როგორც წესი არც მატარებელი და არც თვითმფრინავი არ გამხდარა, თუმცა მატარებელი მაინც ბევრად უსაფრთხოა.

მატარებლებში განსაკუთრებული სავენტილაციო სისტემაცაა და მაშინაც კი როდესაც კონდიციონერი არ მუშაობს მგზავრებს ყოველთვის აქვთ იმის საშუალება რომ ფანჯრები გახსნან.

ექსპერტები თვლიან, რომ მგზავრებმა პირად უსაფრთხოებაზე თავად უნდა იზრუნონ. Covid-19–ის გავრცელების გზები ალბათ უკვე ყველამ ზეპირად იცის. ამიტომ რისკების შესამცირებლად სოციალური დისტანციის დაცვა, პირბადე და სანიტაიზერია საჭირო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები