LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არის თუ არა ნეპოტიზმი თვითმმართველ ორგანოებში?

266

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულმა კვლევამ, თვითმმართველობის ორგანოებში ნეპოტიზმის შემთხვევები გამოავლინა, ამის შესახებ სამოქალაქო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზვიად დევდარიანმა, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ანგარიშში თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაა შეფასებული და გამოკვეთილია როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ტენდენციები.

“ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ჩატარებულმა კონკურსებმა და ატესტაციებმა აჩვენა, რომ კადრების შერჩევის პროცესი დარღვევებით მიმდინარეობდა. კერძოდ, ის ადამიანები, რომლებიც ვერ აბარებდნენ გამოცდას, მაინც ინიშნებოდნენ მოვალეობის შემსრულებლებად. ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს კანონმდებლობის პრობლემასთან, ვინაიდან, თვითმმართველ ორგანოებს საშუალება აქვთ, თავად გადაწყვიტონ, დაესწრებიან თუ არა გასაუბრების პროცესს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ამის გამო, ხშირშემთხვევაში, საშუალება არ გვეძლეოდა შესაბამისი მტკიცებულებებით დაგვეცვა ის კონკურსანტი, რომელსაც უსამართლოდ მოექცეოდნენ” – განაცხადა ზვიად დევდარიანმა.

რაც ეხება თვითმმართველობის რეფორმის დადებით ტენდენციებს, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი მნიშვნელოვან წინსვლად მიიჩნევს მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევას, ასევე 7 ახალი მუნიციპალიტეტის შექმნას თვითმმართველი ქალაქების სახით. როგორც ზვიად დევდარიანი ამბობს, პროგრესია სამოქალაქო ჩართულობის კუთხით.

magti 5g