საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გადადის თუ არა კორონავირუსი ერთი კოვზით ზიარების შედეგად, მეცნიერულად დადასტურებული არ არის.
კითხვაზე, არის თუ არა საერთო კოვზით ზიარება სარისკო, ჯანდაცვის მინისტრის პასუხი ასეთია:
„ზოგადად, მეცნიერებასა და მედიცინაში მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი იყოს აუცილებლად მტკიცებულებებზე დაყრდნობილი. ამაზე სამეცნიერო კვლევები არ არსებობს, შესაბამისად, მტკიცებით პასუხს ვერ გაგცემთ“ , – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში ზომების გამკაცრებას კავშირი არ აქვს ეკლესიასთან.
„თუ ჩვენ დავაკვირდებით ტაძრების გეოგრაფიას, განაწილებას ქალაქებში, დავინახავთ, რომ მანქანების გადაადგილება ვერ შეაფერხებს ტაძარში მისვლას, შესაბამისად, ამ ორ ფაქტს შორის არანაირი კავშირი არ არის”, – აღნიშნა ტიკარაძემ.
მინისტრის თქმით, ზომების გამკაცრება გამოიწვია იმან, რომ სახელმწიფო დააკვირდა, რომ არ ხდებოდა ღონისძიებების სათანადო სიმკაცრით გამოყენება როგორც ეს უნდა ყოფილიყო. აქედან გამომდინარე მთავრობამ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება, რათა ღონისძიებები გამკაცრებულიყო.
დღეიდან 21 აპრილის ჩათვლით ავტომანქანებით გადაადგილება იზღუდება
დახურულ საჯარო სავალდებულო ხდება სივრცეში პირბადის ტარება. ჯარიმა 15 ათასი ლარია და ის იურიდიულ პირებს დაეკისრება.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრი გუშინ აჭარაში იმყოფებოდა. მანამდე კი რუხის საავადმყოფო დაათვალიერა.
„აჭარაში გაქვთ საუკეთესო მაგალითი, როდესაც თქვენმა მღვდელმთავარმა მოუწოდა მრევლს დარჩნენ სახლებში, ლოცვას ჩაატარებენ და ტრანსლაცია მოხდება. დარწმუნებული ვარ, სხვა რეგიონის მღვდელმთავრებიც მიბაძავენ ამ სანიმუშო მაგალითს და ყველაფერო იქნება ისე, როგორც საჭიროა”, – განაცხადა ტიკარაძემ