LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არის თუ არა სანდო წინასაარჩევნო კვლევები?

107

წინასაარჩევნო პერიოდში ჩატარებულმა კვლევებმა უცნაური სახე მიიღო, ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, კვლევის დამკვეთის მიზანი არა საზოგადოებრივი აზრის შესწავლაზე, არამედ პოლიტიკური კონიუნქტურის შექმნაზეა ორიენტირებული.

“რუსთავი ორის” დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგები უფრო მეტად გასაგებია, ვინაიდან იქ “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” გარდა, სხვა პარტიებიც არიან წარმოდგენილი და ასევე ვიცით, რა კითხვაა დასმული კვლევის დროს. რაც ეხება ზურაბ ბიგვავას კვლევას, როდესაც ამბობს, რომ ვერ დაასახელებს სხვა პარტიების რეიტინგებს, იმიტომ რომ არ აწყენინოს, ეს არასერიოზულია. ასევე ის საუბრობს პიროვნულ რეიტინგებზე და არ ასახელებს, რა კითხვა დაუსვეს გამოკითხულ მოქალაქეებს და რის მიხედვით შეადგინეს პიროვნული რეიტინგები” – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

“რუსთავი ორის” დაკვეთით ჩატარებული GFK-ის კვლევის მიხედვით, ქართული  ოცნებას 22,4%, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას 21,7% აქვს. რაც ეხება “ქართული ოცნების” შიდა კვლევას, როგორც სოციოლოგმა ზურაბ ბიგვავამ განაცხადა, მმართველ პარტიას 35%, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას 13% აქვს. მისივე თქმით, ბაქრაძისა და კვირიკაშვილის რეიტინგებს შორის ორმაგი სხვაობაა, 42% თუ არის კვირიკაშვილის, 21%-ზე მეტია ბაქრაძის.

 

mazda magti 5g