ტელეკომპანია CNN-მა საქართველოს შესახებ გადაცემა მოამზადა. ”არის თუ არა საქართველო მსოფლიოს ღვინის აკვანი” – ამ თემაზე ათწუთიანი ვიდეორეპორტაჟი CNN-ის ჟურნალისტმა გადაცემა “აბრეშუმის გზა: წარსული, ამწყო და მომავლის” ფარგლებში მომზადდა.
ჟურნალისტი სამიმა უდასი თბილისის ისტორიულ ნაწილსა და ღვინის ბარებს ეწვია და ქართული ღვინო დააგემოვნა. იგი ამბობს, რომ თბილისში ქართული ღვინის დაგემოვნება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რადგან ქალაქში ღვინის მაღაზია, ბარი და რესტორანი თითქმის ყველგანაა.
სამიმა უდასი კახეთიც ჩავიდა. იგი სოფელ წინანდალში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მეღვინეებს გაესაუბრა და ყურძნის მოკრეფა-დაწურვის პროცესსაც დაესწრო.
”აქ ბევრი ფიქრობს, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა”, – ამბობს ჟურნალისტი და აღნიშნავს, რომ საქართველოში ღვინის დამზადების ტრადიციული მეთოდები შენარჩუნებულია. მისივე თქმით, ღვინის კულტურა ათასწლეულებს ითვლის, რაზეც არქეოლოგიური აღმოჩენებიც მიუთითებს.
