LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არმაზ ახვლედიანი: “ვუსურვე, რომ მინიმუმ ის მაინც მოახერხოს, რაც ბატონმა კუჭავამ მოახერხა – შეძლოს ნორმალური ენის, ურთიერთობის აწყობა, დალაგება ოპოზიციასთან”

140
BeFunky-collage (16)

საქართველოს პარლამენტს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი შალვა პაპუაშვილი 88 ხმით აირჩიეს. მისი არჩევის წინააღმდეგ პარლამენტის ერთმა წევრმა მისცა ხმა.

შალვა პაპუაშვილი მეათე მოწვევის პარლამენტის რიგით მესამე თავმჯდომარეა.

პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევის გარდა, დღეს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე  განხილვა მიმდინარეობდა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე.

აღნიშნულ თემებზე რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა ისაუბრა.

პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ნებისმიერი ქვეყნის პარლამენტს დაამშვენებდა: ირაკლი კობახიძე

დავიწყოთ პოლიტიკური თემით, რომელიც ახალია პოლიტიკურ ბატალიებში, პარლამენტს ჰყავს ახალი თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რომელიც მე-10 მოწვევის პარლამენტის რიგით მესამე სპიკერია, როგორ შეაფასებდით, რას იტყვით მასზე როგორც ახალ სპიკერზე?

„უპირველესად მინდა ვთქვა, წინა სპიკერზე კახა კუჭავაზე, მე მას დღეს საჯაროდ ვუთხარი პირველმა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში მადლობა ორი რამის გამო.

პირველი იმიტომ, რომ ბატონმა კუჭავამ მოახერხა და გადო გარკვეული ხიდები ოპოზიციასთან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მასთან ურთიერთობაში საერთოდ გამორიცხული იყო ყოველგვარი მიუღებლობის, სიძულვილის ენა. ამ მხრივ შეიძლება ჩაითვალოს სანიმუშოდაც კი, მეორე უფრო არსებითი არის ის, რომ ბატონი კუჭავა დღეს არ არის პარლამენტში საერთოდ, ანუ არ არის თანამონაწილე, „ქართლი ოცნების“ ამ სამარცხვინო პროექტისა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით, სასამართლოსთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ახალ სპიკერს, მე მას ვუსურვე, რომ მინიმუმ ის მაინც მოახერხოს რაც ბატონმა კუჭავამ მოახერხა, შეძლოს ნორმალური ენის, ურთიერთობის აწყობა, დალაგება ოპოზიციასთან და არ იყოს მხოლოდ „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე.

თუ პრინციპულობას ეძახით სიხისტეს, დიახ მე ხისტი ვარ: შალვა პაპუაშვილი

იყოს 150 დეპუტატისგან შემდგარი პარლამენტის და მთელი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე.

შეძლებს თუ არა ამას ბატონი შალვა, ეს, რა თქმა უნდა, მასზეა დამოკიდებული.

მე ამას ძალიან ფრთხილი ოპტიმიზმით ვუყურებ, იმიტომ რომ, სამწუხაროდ, როგორც მე ვხვდები, ის მაინც წარმოადგენს რადიკალურ ფრთას „ქართული ოცნებისა“.

გიორგი ვაშაძე: ბატონ პაპუაშვილს ვუსურვებ კობახიძის მარწუხებიდან თავის დაღწევას

„არ მოეწონება ვიღაცას და შეიძლება ისიც გაუშვან“. - ვაშაძე

ბატონო არმაზ, პარლამენტში მიმდინარე სხვა პროცესებზეც გკითხავთ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული კანონპროექტი იხილებოდა დღესაც პარლამენტში. ბევრი შეფასება მოვისმინეთ, მათ შორის აღნიშნავდნენ, რომ ეს იყო ერთგვარი სადამსჯელო ღონისძიება დამოუკიდებელი ინსტიტუტის მიმართ.

თქვენ როგორ აფასებთ ამ პროცესს?

გულახდილად გეტყვით, რომ არა თუ წელს 2021-ში, აი ამ მძიმე პოლიტიკურ წელს, არ მახსენდება არც ერთი უფრო დრამატული გადაწყვეტილება, არადა რამდენი იყო მართლაც დრამატული წლის განმავლობაში.

არც ერთი დრამატული გადაწყვეტილება, ამაზე მძიმე, ვიდრე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაა.

რატომ? იმიტომ რომ ამ ფაქტით „ქართული ოცნება“ ამბობს:

პირველი, რომ ის არის მზად დაადუმოს ნებისმიერი სამსახური, ნებისმიერი უწყება საქართველოში, ვინც მისგან განსხვავებულ აზრს გამოხატავს, მასთან შეუთანხმებლად იმოქმედებს, ვინც პატივს სცემს კანონს, მაგრამ პატივს არ სცემს „ქართული ოცნების“ ვიწროპარტიულ ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილ ინტერესებს.

აი ამის დემონსტრირებაა სწორედ ლონდა თოლორაიას მიმართ განხორციელებული გაუგონარი სპეცოპერაცია.

მეორე მხრივ კი, „ქართული ოცნება“ ეუბნება დასავლეთს, რომ „ქართულ ოცნებას“ პრაქტიკულად აღარ აინტერესებს ჩვენი პარტნიორების აზრი და ეუბნება მთელს ქართულ საზოგადოებას, რომ ნებისმიერს შეიძლება ასევე მოეპყრონ.

თუკი ამას უბედავენ საკონსტიტუციო უფლებამოსილებით აღჭურვილ სახელმწიფო ინსტიტუტს, მაშინ რა ბედი შეიძლება ეწიოს ნებისმიერ ჩვენგანს?

არმაზ ახვლედიანი პაპუაშვილს: რას გააკეთებთ, რომ სუს-მა ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლების გადაბირება ვერ მოახერხოს?

როგორც ჩანს, პრეზიდენტსაც არ მოსწონს ის პროცესი რაც ახლა მიმდინარეობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით, მან ეს პოზიცია ღიადაც დააფიქსირა.

როგორ გგონიათ, სალომე ზურაბიშვილი ბოლომდე დარჩება ამ პოზიციაზე და ვეტოს დაადებს კანონპროექტს? რა მოლოდინი გაქვთ ამ მიმართულებით?

უპირველესად ვიტყვი, რომ ძალიან სწორი, ძალიან დროული და ჯანსაღია ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის პოზიცია, მისი განცხადება ამ თემაზე, სახელმწიფო ინსპექტორთან დაკავშირებით.

ისევე როგორც დროულია მისი საყოველთაოდ ცნობილი ინიციატივა და სხვათა შორის სწორედ პრეზიდენტის ინიციატივის კონტექსტში განვიხილავ მე ლონდა თოლორაიას საკითხსაც. იმიტომ, რომ ჩვენ თუ გვინდა რაიმე თანხმობას მივაღწიოთ არ შეიძლება პარალელურად ვკლავდეთ და ვახრჩობდეთ სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომლებიც ჯერ კიდევ არიან საქართველოში ბეწვის ხიდზე მავალი დემოკრატიული პროცესის შემხიდებლები.

სწორედ ამიტომ ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება არის ძალიან სწორი.

მე იმედი მაქვს, რომ ქალბატონი პრეზიდენტი კვლავ დარჩება ამ ტალღაზე და შეძლებს, რომ ბოლომდე იყოს საქართველოს კონსტიტუციის ერთგული, კონსტიტუციის ერთგულება კი ნიშნავს იმას, რომ აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დავიცვათ ყველა კანონიერი საშუალებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური,“-განაცხადა არმაზ ახვლედიანმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g