LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ პრინციპულობას ეძახით სიხისტეს, დიახ მე ხისტი ვარ: შალვა პაპუაშვილი

72
ხისტი

“თუ პრინციპულობას სიხისტეს ეძახით, დიახ, ვარ ალბათ ხისტი. თუ თქვენ იმ სიმართლის თქმას, რისიც მე მჯერა სიხისტეს ეძახით, დიახ, მე ვარ ხისტი. თუმცა ამ ყველაფერში მე გულწრფელი ვარ, რაც ყველაზე მთავარია,”- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

კენჭისყრამდე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

პარლამენტის ახალმა თავმჯდომარემ ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას პარლამენტი და როგორი იქნება მისი თავმჯდომარეობით მომდევნო წლები.

ახალი სპიკერის თქმით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, პარლამენტს საკანონმდებლო რეფორმებით დატვირთული დღის წესრიგი ელის, რომელმაც გარდამტეხი როლი უნდა შეასრულოს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაში.

88 მომხრე, 1 წინააღმდეგი – საქართველოს პარლამენტს ახალი თავმჯდომარე ყავს. შალვა პაპუაშვილი პარლამენტის სპიკერად დეპუტატებმა რიგგარეშე სესიაზე დაამტკიცეს. მას მხარი ოპოზიციის ნაწილმაც დაუჭირა. მათ შორის, “გირჩმა”, “მოქალაქეებმა” და “სოციალ-ევროპელებმა”. ხოლო, ის ერთი ხმა, რომელმაც შალვა პაპუაშვილს მხარი არ დაუჭირა – ფრაქცია “ლელო” იყო.

magti 5g