LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არქეოლოგებმა სამხრეთ აფრიკაში ადამიანის უძველესი საცხოვრებელი აღმოაჩინეს

128
Screen-Shot-2021-04-26-at-12.55.47-PM

არქეოლოგების ჯგუფმა სამხრეთ აფრიკაში მდებარე ვონდერვერკის გამოქვაბულში ჰუმანოიდების უძველესი საცხოვრებელი აღმოაჩინა. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი სამეცნიერო ჟურნალი, Quaternary Science Reviews ავრცელებს.

დიდი ალბათობით, ეს ადამიანის ყველაზე ძველი საცხოვრისია მათ შორის, რაც აქამდე აღმოუჩენიათ.

ვონდერვერკის გამოქვაბული კალაჰარის უდაბნოში მდებარეობს. მისი არსებობა არქეოლოგებისათვის პირველად ჯერ კიდევ 1940 წელს გახდა ცნობილი. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 140 მეტრის სიღრმის გამოქვაბულში ადამიანები უკვე დაახლოებით 2 მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ. გამოქვაბულში ნაპოვნია ცეცხლის გამოყენების ადრეული მტკიცებულებები და უძველესი იარაღის კვალი. რასაკვირველია, საუბარი არ არის ჰომო საპიენსზე. გამოქვაბულის მკვიდრნი თანამედროვე ადამიანის უძველესი წინაპრები, სავარაუდოდ ავსტრალიოპითეკები და ჰომო ჰაბილისები იყვნენ.

არქეოლოგების ვარაუდით, უძველესმა ჰუმანოიდებმა ვონდერვერკის გამოქვაბული თავშესაფრად რამდენიმე მიზეზის გამო აირჩიეს. პირველ რიგში, ეს მისი სიღრმე უნდა იყოს, ასევე სიბნელე. გამოქვაბულში იდეალური პირობები არსებობდა მტაცებლებისაგან დასამალად.

არსებობს მოსაზრება იმის შესახებაც, რომ გამოქვაბული უძველესი რელიგიური რიტუალებისთვისაც გამოიყენებოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g